გიორგი სიგუა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სამეგრელში გადადის - ჩვენ შევალთ გინესის რეკორდების წიგნში
საქართველო, თბილისი - 14:01 | 04.05.2017 ნანახია: 52114ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ი აქტიურ ფაზაში შედის. მზადება და ციებ-ცხელება დაწყებულია, ანაკლია-განმუხური კი სტუმრების მოლოდინში. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ანკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე პროექტ "ზრდის" ბენეფიციართა ყველა საცხოვრებელი სახლი უკვე დაჯავშნილი ან გაყიდულია, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, ამერიკიდან და სხვა კონტინენტებიდან.
„პრაიმნიუსჯორჯია“ GEM Fest-ის დამფუძნებელს და ორგანიზატორს, გიორგი სიგუას გაესაუბრა:
მთლიანად იცვლება მიდგომა ანუ რწმენა იმისი, რომ ანაკლია შეიძლება გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და მსოფლიო მნიშვნელობის ლოკაცია. ეს დაიჯერა უკვე ყველამ. ეს რწმენა და ენერგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მართლა განვახორციელოთ და შევთავაზოთ პლანეტას სრულიად ახალი ლოკაცია. ჩვენ წელს შევალთ გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი, მაგრამ ამავე დროს უნდა ვაჩვენოთ მომსახურეობის, ინფრასტრუქტურის, გაუმჯობესებული სველი წერტილების ყველაზე მაღალი ხარისხი. ამისთვის ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ჩვენი გუნდი, მოსახლეობა. 32 დღის, 24 საათის განმავლობაში 10 სცენაზე 3 ათასი ივენთის გამართვა, ასამდე კვებისა და გასართობი სავაჭრო ობიექტის შექმნა იქ, სადაც არის ჩვენი მთავარი ტკივილი, სადაც იწყება აფხაზეთი - ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ჩვენ ყველანი ერთად ამ ყველაფერს ვაცნობიერებთ და ვაკეთებთ.
რატომ მაინცდამაინც ანაკლია და არა სხვა რომელიმე საკურორტო ქალაქი?
ძალიან მიყვარს საქართველო და ვარ პატრიოტი, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს სამეგრელოს მიმართ, რადგან წარმშობით აქედან ვარ. აქ გადმოსახლებასაც კი ვაპირებ. დღეს ერთ-ერთმა ქალბატონმა მიწის ნაკვეთი მაჩუქა, სადაც ვაპირებ სახლის აშენებას და ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას. მჯერა, რომ სამეგრელოს ჰყავს ისეთი ხალხი, ისეთი ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია აჩვენოს ეკონომიკური მოდელი არამარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს. მინდა, რომ ამ ყველაფერში მცირეოდენი წვლილი შევიტანო და ეს კუთხე და რეგიონი, რომელიც საკმაოდ დაიჩაგრა საქართევლოს ისტორიის განმავლობაში, გაძლიერდეს, ფეხზე დადგეს, და მსოფლიოსთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.
![]()
სამეგრელოში გადმოსვლას და ცხოვრებას ნამდვილად აპირებთ?
კი, მე თბილისიდან გადმოვედი საცხოვრებლად სამეგრელოში.
ოჯახთან ერთად?
ოჯახს გადმოვიყვან მალე. ბავშვისთვის შევარჩევთ სკოლას და გადმოვალთ.
ოჯახი ამ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა?
გაგებით და კარგად. 
თუმცა რთულია, ასე უცებ დატოვო თბილისი და საცხოვრებლად გადმოხვიდე რაიონში.
ჩემთვის აბსოლუტურად არ არის რთული, რადგან ამას ვაკეთებ ძალიან დიდი სიხარულით. მჯერა, რომ სამეგრელო, დასავლეთ საქართველო იმდენად განვითარდება, რომ საერთოდ არ იქნება საჭირო თბილისში ცხოვრება და ჩასვლაც კი. არაფერს ვაჭარბებ - ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, არიან პოტენციური მილიონერები, 4-5 წელიწადში მათი სახლების ადგილას იქნება 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, რომლებსაც თვითონ ააშენებენ და გააკეთებენ ყოველგვარი კრედიტის გარეშე.
თუმცა, ამ ეტაპზე, არის საუბარი ფესტივალზე, რომელიც ერთ თვეში დამთავრდება. ანაკლია კი, კვლავ ჩევულ ცხოვრებას დაუბრუნდება.
დიახ, მაგრამ სამაგიეროდ ანაკლიას მსოფლიოს გავაცნობთ. ადამიანები უკვე ფესტივალის გარეშეც ჩამოვლენ აქ. ზოგადად ჩვენს გეგმებში შედის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ანაკლიაში თავდაპირველად მთელი საზაფხულო სეზონი იყოს დატვირთული. აქ შევქმნით ისეთ საფესტივალო სტრუქტურას, რომ სხვა ღონისძიებებიც ჩატარდეს. გაჩნდება კლუბები, სხვადასხვა გასართობი ცენტრები. ამას მართალია წლები დასჭირდება, მაგრამ საბოლოოდ ანაკლია აუცილებლად გახდება მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem Fest-ი საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და მუსიკალურთან ერთად ქვეყნის მნიშვნელოვან ტურისტულ მოვლენას წარმოადგენს.
გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















