„თუ შურის მაძიებლები ვიქნებით და თქვენ მხარდაჭერა არ გამოგიცხადეთ თავზე დაგვექცევა“, - ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ს
საქართველო, თბილისი - 11:00 | 04.11.2015 ნანახია: 2212
"ქიბარ ხალვაში 3 წლის თავზე იმიტომ გამოჩნდა, რომ რუსთავი 2 ხელისუფლებას ჯიბეში ჩაუდოს,"- ეს განცხადება საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. ის ამბობს, რომ მიმდინარე პროცესი პოლიტიკურია და აშკარაა. ელისაშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-ს ერთი მხრივ ხელისუფლება, მეორე მხრივ კი მიხეილ სააკაშვილი იყენებს.
"ხელისუფლების კვალი იკვეთება. აქ არის ორი რამ. წლების განმავლობაში რუსთავი 2-ზე ძალიან გაცოფებული ვიყავი იმიტომ, რომ რუსთავი 2 არ იყო სოლიდარული. ახლა ის დროა, როდესაც შემიძლია ხელები ვიფშვნიტო და ვიძახო, რომ აი, აი, თქვენთაც ხომ მოვიდა და თქვენც ხომ შარში ხართ. ეს არც ქრისტიანულია, არც ადამიანური, არც მოქალაქეობრივი და არ სახელმწიფოებრივი. თუ ყოველ ჯერზე არასოლიდარულები და შურის მაძიებლები ვიქნებით და თქვენ მხარდაჭერა არ გამოგიცხადეთ თავზე დაგვექცევა ქვეყანა. გუშინდელის გამო მე თითოეულ თქვენთაგანს გიცხადებთ სოლიდარობას, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებლები იყვნენ და არიან კიდეც. მით უმეტეს როცა დავინახე, რომ ერთი მხრივ ეს შეპყრობილი კაცი, რომელიც უცხო ქვეყნის დიდი ტერიტორიის გუბერნატორია, არის შეპყრობილი რევანშიზმით და სასაბარზნე ხორცად უნდიხართ თითოეული თქვენგანი და მეორე მხრივ ხელისუფლება. არც ისეთი მიამიტები და გოიმები ვართ, რომ დავიჯეროთ, რა თქმა უნდა ქიბარ ხალვაში 3 წლის თავზე იმიტომ გამოჩნდა, რომ რუსთავი 2 ხელისუფლებას ჯიბეში ჩაუდოს. ხელისუფლება იგივე შეცდომას უშვებს, რასაც წინა ხელისუფლება სააკაშვილი უშვებდა. პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი პირდაპირ კანცელარიიდან იმართებოდა, მაგრამ ხომ არ უშველა, ხომ წააგო არჩევნები? სააკაშვილი თვითკრიტიკული, რომ ყოფილიყო და გაეანალიზებინა შეცდომები დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა. ქართულმა ოცნებამ ამაზე დასკვნა ვერ გამოიტანეს. ისინი ფიქრობენ, რომ რუსთავი 2 არის მთავარი პრობლემა. ეს რომ პოლიტიკური პროცესია ხომ ერთმნიშვნელოვანია. ეს რომ პოლიტიკური პროცესი არ ყოფილიყო და ურთმელიძეზე ზეწოლა არ ყოფილიყო, ხომ იქნებოდა თვითაცილება. ადამიანი, რომ იტყვის დედა ოჯახის წევრი არ არისო იმან რა გადაწვყეტილება უნდა მიიღოს ან როგორ უნდა ენდო,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















