გაიცანით, ეს საქართველოს მომავალია!
საქართველო, თბილისი - 12:38 | 08.05.2017 ნანახია: 1416
რამდენიმე პროექტის გამარჯვებული, წარჩინებული სტუდენტი. გოგონა, რომელმაც ბევრს მიაღწია და ბევრს მიაღწევს, იმიტომ რომ მან იცის რა უნდა და როგორ გაიკვალოს გზა ცხოვრების ლაბირინთში. ის მომავალი დიპლომატია, ის საქართველოს მომავალია, ისევე როგორც მისი კურსელები.
მოკლედ, გაიცანით - მარიამ კიკნაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთიობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი:
_ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში. მესამე კურსზე ერასმუსის გაცვილითი პროგრამით წავედი შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ვსწავლობდი. ეს პერიოდი ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი, ვისწავლე როგორ გავმკლავებოდი სირთულეებს, შევიძინე ბევრი მეგობარი საერთაშორისო მასშტაბით. ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიის პროექტში, სადაც თემა ეხებოდა ქალის უფლებამოსილებას. აზერბაიჯანის შემდეგ ჩავერთე პროექტში, რომელიც იწყებოდა სტამბულში. ოთხდღიანი პროგრამა საგარეო პოლიტიკურ სკოლაში ჩატარდა, საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა ამ პროექტმა. როდესაც ასეთ პროგრამებში ხარ ჩართული, ხვდები ბევრ ადამიანს, რომელთაგან სწავლობ ბევრს და მათაც ასწავლი არც თუ ისე ცოტას.
_ დიპლომატია ძალიან საინტერესო პროფესიაა, როგორ გესახება საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან?
_ მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობებით უნდა დარეგულირდეს ყველა საკითხი! ძალიან გაგვიადვილდება ურთიერთობები თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და ვიმოქმედებთ ისე, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანას შეჰფერის.
_ როგორი წარმოდგენა აქვთ შენს თანატოლებს საქართველოზე?
_ აქტიურად ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. როდესაც ჩადიხარ ამა თუ იმ ქვეყანაში, იქ წარმოადგენ შენს ქვეყანას, როგორც მოიქცევი და რა დოზითაც შეეცდები გააცნო უცხოელებს სამშობლო, ისე გაინცობენ და შეაფასებენ.
_ საინტერესო იქნება შენეული შეფასება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
_ მე ვფიქრობ რომ დღეს ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს არ მოხდეს საქართველოდან ახალგაზრდების გადინება. მათი ნიჭი აქ, ადგილზე, უნდა იქნას გამოყენებული. განათლება არის ყველაზე მთავარი, რაც გადაგვარჩენს. ყურადღება უნდა ექცეოდეს ნიჭიერ და განათლებულ ახალგაზრდებს, ისინი უნდა დაასაქმონ და არა, ვთქვათ ნაკლებად მომზადებული ადამიანები საკუთარი წრიდან. ცოტა ხნის წინ დავიწყე „ტვინის გადინება-შემოდინებაზე“ საკონფერენციო თემაზე მუშაობა, ირანის, ეთიოპიის და ინგლისის მაგალითზე. ძალიან მინდა, რომ ჩემი მეგობრები, რომლებიც განათლებულნი და ნიჭიერები არიან, როგორც ამბობენ ხოლმე, ლაბირინთებში არ დაიკარგონ. გაცვლით პროგრამებში ბევრი ნიჭიერი სტუდენტი მონაწილეობს, ძალიან მინდა, რომ შეიქმნას მათთვის პირობები, რათა გაუჩნდეთ სურვილი საზღვარგარეთ მიღებული განათლება, საქართველოში გამოიყენონ.
_ სად გესახება შენი თავი?
_ მინდა დიპლომატიური კუთხით წავიდე, ასევე ადამიანის უფლებათა განხრით მინდა გარკვეული გამოცდილება მივიღო.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















