დავთ ნარმანია მოქალაქეებს მიმართავს - ერთობლივი ძალებით, ჩვენ, მაქსიმუმის გაკეთებას შევძლებთ
საქართველო, თბილისი - 11:05 | 04.11.2015 ნანახია: 2036
დედაქალაქის მერია, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, აქტიურად მუშაობს. როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, გადატვირთული გზები და საცობები ქალაქში გადაადგილებას, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, ართულებს, შექმნილი ვითარების ერთ-ერთი მთავრი გამომწვევი მიზეზი კი კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილებაა, რაც ბოლო დროს, განსაკუთრებით, გახშირდა. თბილისის მერის განცხადებით, ტენდერებში გამარჯვებულმა რამდენიმე კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები და აღნიშნულ კომპანიებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრებათ.
„ყველა იმ კომპანიის მიმართ, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას დაარღვევს, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ნაწილში, მყისიერად გატარდება კანონით დადგენილი ზომები და დაეკისრებათ შესაბამისი სანქციები. ამასთან, უკვე გამოაცხადდა ახალი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას შესაბამის ობიექტებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის ქუჩებში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ასევე, შემუშავდა დასუფთავების მანქანების გადაადგილების ახალი გეგმა და ცენტრალურ რაიონებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, დილის 8:30 საათიდან - 10:30 საათამდე და საღამოს 17:30-დან - 20:30 საათამდე დასუფთავების მანქანები არ იმოძრავებენ.
„აქვე მინდა, მივმართო თითოეულ მოქალაქეს, რომ მაქსიმალურად დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოეკიდოს დედაქალაქის სისუფთავის საკითხს და ხელი შეგვიწყოს აღნიშნული გეგმის განხორციელებაში. ერთობლივი ძალებით, ჩვენ, მაქსიმუმის გაკეთებას შევძლებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















