ტრამპმა ქართველ კადეტს დიპლომი გადასცა
საქართველო, თბილისი - 09:52 | 18.05.2017 ნანახია: 1375
დონალდ ტრამპი კონექტიკუტში ჩავიდა და ახალ ლონდონში ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიას ესტუმრა. პრეზიდენტი 2017 წლის სასწავლო კურსის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო, კადეტებს სიტყვით მიმართა და დიპლომები გადასცა.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აკადემიის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია ქართველი კადეტიც - ელდარ (დაჩი) საგანელიძე. საგანელიძე იმ 6 კადეტს შორისაა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან და იქ განაგრძობენ სამხედრო სამსახურს.
„სანაპირო დაცვის სამხედროებს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვთ არა მარტო ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, არამედ ზოგადად ქვეყნისთვისაც. თქვენ მოგიწევთ განსხვავებული როლების შესრულება, ზოგიერთი თქვენგანი სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას, ზოგი კი აქ დაიცავს ჩვენს საზღვრებსა და ქვეყანას, დაუპირისპირდება ნარკოტიკებითა და ადამიანებით მოვაჭრეებს, ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ებრძვის, ვისაც არ უყვარს ჩვენი ქვეყანა. ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენი მთავარსარდალი“ - მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიის 2017 წლის კურსდამთავრებულებს.
ინაუგურაციის შემდეგ ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო კონექტიკუტში. არჩევის შემდეგ კი მეორე გამოსაშვები ცერემონია, რომელზეც მან სიტყვა წარმოთქვა.
200-კვირიანი სასწავლო კურსი წელს წარმატებით 195-მა კადეტმა დაასრულა.
ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემია ორი წლის წინ პირველმა ქართველმა კადეტმა გიორგი ტალახაძემ დაამთავრა. ამავე წელს ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა აკადემიის ორი ქართველი კურსანტი სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე. აკადემიამ მაკარიძეს მექანიკურ ინჟინერიაში ბაკალავრის ხარისხი გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















