ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველი და გერმანელი იურისტები მემორანდუმს გააფორმებენ
საქართველო, თბილისი - 13:46 | 22.05.2017 ნანახია: 1332
2017 წლის 24-26 მაისს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევა გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია.
გერმანელ მეცნიერთა დელეგაცია წარმოდგენილ იქნება შემდეგი შემადგენლობით: გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰანს იორგ ალბრეხტი. prოფესორი პეტერ იურგენ გრაფი, გერმანიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სენატის თავმჯდომარის მოადგილე. დოქტორ ვოლფრამ შედლერი, გერმანიის გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორი, ადვოკატი. dოქტორ მიხაელ კილხლინგი- მაქს პლანკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი და რესტოვრაციული სამართლის ევროპული ფორუმის ხელმძღვანელი- Chairperson of the European Forum For Restorative Justice. ელიკო წიკლაური-ლამიხი, ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, მაქს პლანკის ინსტიტუტი, დოქტორი პროფესორი.
გერმანელ დელეგაციას 24 მაისს უმასპინძლებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართებაერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები“, სადაც მოხსენებით გამოვლენ მოწვეული სტუმრები და ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. კონფერენციაში მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი.
გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტი არის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამეცნიერო ცენტრი, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტარულ კვლევებს სხვადასხვა ქვეყნების კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. გერმანელ და ქართველ მეცნიერ-იურისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ათწლეულების გამოცდილება არსებობს და ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორს ჰანს იორგ ალბრეხტს, რომელიც თანამედროვე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემების ფუნდამენტალური კვლევებისა და ნაშრომების ავტორია.
აღსანიშნავია მისი წვლილი ქართველ და გერმანელ იურისტ-მეცნიერეთა თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში, ქართული სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიური სკოლის რეფორმირებაში. სწორედ მისი დამსახურება, ქართველ მეცნიერებთა, სამეცნიერო პროგრამებითა და გრანტებით, გერმანელი მეცნიერებისა და სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის მიღების მიზნით გერმანიის მსოფლიოს საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტში მიწვევა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოსის არჩილ ფრანგიშვილის გადაწყვეტილებით პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტს მიენიჭება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის საპატიო წოდება. 25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. 26 მაისს გერმანელი სტუმრები და მათი თანმხლები პირები ასურეთში, გერმანულ სოფელს ეწვევიან.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















