„მომავლის ვარსკვლავები“ როსინის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტებს გამართავენ
საქართველო, თბილისი - 13:14 | 24.05.2017 ნანახია: 2820
იტალიის ქ. პეზაროში ჩატარდა „საქართველოს ხელოვანთა კავშირის“ და რენატა ტებალდის & მარიო დელ მონაკოს სახელობის საოპერო ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის ერთობლივი საერთაშორისო პროექტის - „მომავლის ვარსკვლავების“ მე-6 საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მიეძღვნა სახელგანთქმული მაესტრო მარიო მელანის დაბადებიდან 100 წლის და პროექტის „მომავლის ვარსკვლავების“ დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღს.
საქართველოსა და იტალიას შორის გაფორმდა მემორანდუმი კულტურული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გულსხმობს გაცვლით საფესტივალო პროექტებსა და მასტერ-კლასებს ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. კლასიკური მუსიკის კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ საფორტეპიანო, ჩასაბერი, სიმებიანი, საორკესტრო და ვოკალური განყოფილების კონკურსანტები საქართველოდან, იტალიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, კორეიდან, ლატვიიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში.
პროქტის ფარგლებში 17-18 მაისს, ქ. პეზაროში, ქალაქის ხელმძღვანელობის ოფიციალური მოწვევით შედგა საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის ვიზიტი. პეზაროს ვიცე მერთან, დანიელე ვიმინისთან და ქალაქის საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვდრაზე საუბარი შეეხო პეზაროსა და საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის დაძმობილების საკითხს, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, როსინის გარდაცვალებიდან 150 წლის აღსანიშნავი კვირეულის ჩატარებას საქართველოში და თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს. ჯოაკინო როსინის დაბადების ქალაქში ქართველების ოფიციალური მოწვევის მიზანი ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან კიდევ ერთი დასტური იყო იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერისა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „მომავლის ვარსკვლავების“ საზეიმო გალა-კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია ქალაქის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა 17 მაისს პეზაროს თეატრში, რომელსაც დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე და ქალაქის ვიცე მერი დანიელე ვიმინი. გალა-კონცერტი, რომელშიც უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, არაერთმა ნიჭიერმა ქართველმა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა, როსინის ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა. საქართველოს ელჩმა, ქალაქის ხელმძღვანელებთან და ჟიურის სხვა გამოჩენილ წევრებთან ერთად, დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში ქართული დელეგაცია 13 მაისს საგანგებოდ მიწვეულ იქნა მსოფლიო საორღანო დღეების ფესტივალზე, სადაც ეუჯენია მარია ფაჯანის მიერ იორდანიის, ისრაელის, პალესტინის, სირიის, რუსეთის, ბელორუსიის, აშშ-ს, კანადის და იაპონიის წარმატებული საგასტროლო ტურნეების შემდეგ ამჯერად უკვე იტალიაში, 1906 წლის უნიკალურ ორღანზე შესრულებული იქნა ბახის, ჰენდელის და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოებები. ვირტუოზი ორღანისტი ამჟამად ვერდის სახელობის მილანის სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობს, რომელთან ერთადაც წარსდგა ლონდონის ალბერტის სახ. სამეფო დარბაზში.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე, მუსიკოსი ნინო კუპატაძე, „რენატა ტებალტისა და მარიო დელ მონაკოს საოპერო ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის“ ხელმძღვანელი, ცნობილი სოპრანო ნინო ლეჟავა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, პარიზის მარგარიტა ლონგის და ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, პიანისტი ნინო ქათამაძე, როსინის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის პიანისტი და უცვლელი აკომპანიატორი პაოლა მარიოტტი, სპივაკოვის სტიპენდიანტი, საქარველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სოლისტი, კონცერტმეისტერი შოთა გოგოძე, როსინის სახელობის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ბრუნო მარონა, პიანისტი და ცნობილი იმპრესარიო, ლიხტენშტეინის მუსიკოსთა ფონდის დამფუძნებელი ჟან ლემორი, როსინის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი იმპრესარიო ერნესტო პალაციო, თეირანის კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი თამარ დოლიძე და იტალიის „სახელმწიფო კონცერტის“ პრეზიდენტი, როსინის სახელმწიფო კონსერვატორიის ორკესტრის ხელმძღვანელი ფედერიკო მონდელჩი. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე, პეზაროს ვიცე მერი დანიელე ვიმინი, მსოფლიოს საორღანო ფესტივალის პრეზიდენტი ჯოვანნა მარია ჯორდანო, პეზაროს საკონცერტო გაერთიანების პრეზიდენტი გუიდო უმბერტო კიოჩი, როსინის ფესტივალის პრეზიდენტი ჯან ფრანკო მარიოტტი, ოპერა პესაროს პრეზიდენტი კლაუდია ფარინა, აკადემიის პრეზიდენტი ლეონარდო კიოჩი და სხვები.
გაიცა შემდეგი პრიზები: ოპერა პესაროს სპეციალური პრიზი, მარიო მელანის სახელობის სპეციალური პრიზი ორკვირიანი უფასო მასტერ-კლასები, 1 წლიანი უფასო სწავლება აკადემიის საკონცერტმეისტერო კლასში, აკადემიის სპეციალური პრიზი - კონცერტები იტალიის ქალაქებში , როსინის სიმფონიური ორკესტრის სპეციალური პრიზი - კონცერტები ორკესტრის შემადგენლობაში, ასევე ექსკლუზიური სახელობითი ჯილდოები, ფულადი პრემიები და კონცერტები ხელოვანთა კავშირის ბათუმის საფესტივალო კვირეულში. იტალიის „მომავლის ვარსკვლავების“ პრიზიორები, როსინის სახელმწიფო კონსერვატორიის საქსოფონისტთა ორკესტრთან ერთად, სრული საფესტივალო პროგრამით ნოემბერში ბათუმში ეწვევიან ქართველ მსმენელს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















