აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელი სახლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი რიმა ბერაძემ და დავით ტალახაძემ მოსახლეობას წარუდგინეს
საქართველო, თბილისი - 11:11 | 05.11.2015 ნანახია: 2298
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ და თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტალახაძემ აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელი სახლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს.
რიმა ბერაძის განცხადებით, პროექტის მიზანი აღმაშენებლის N-34-36-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისთვის ისტორიულ-კულტურული ძეგლისთვის იერ-სახის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ასევე აღნიშნული შენობისათვის თავდაპირველი მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის დაბრუნება, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ტურისტული პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა.
„ეს სახლი 1903 წელს დიდმა ქართველმა მეცენატმა და საზოგადო მოღვაწემ ერასტი ჭავჭანიძემ ააშენა და იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
გადმოცემის თანახმად, სახლის სადარბაზოები ფლორენციელი მხატვრების მოხატულია. აქვე შეხვდებით სცენებს „ვეფხისტყაოსნიდან“, რომელიც მხატვარ მიხაი ზიჩის ილუსტარციების მიხედვითაა შექმნილი’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შენობის გადარჩენის მიზნით, მან დაუყონებლივ მიმართა დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას და განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, რის შემდგომაც შენობის რესტავრაციის კონცეფცია შემუშავდა და შესაბამისად, პროექტი თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში იქნა გათვალისწინებული.
„დღევანდელ შეხვედრაზე პროექტის პრეზენტაცია მოსახლეობისთვის ჩატარდა, სადაც ისტორიული შენობის რესტავრაციისა და რეაბილიტაციის მნიშვნელოვან საკითხებზე ბინათმესაკუთრეებს სრული ინფომაცია მიეწოდათ. პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება“, - აღნიშნა საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა.
თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ობიექტის რეაბილიტაციის პერიოდში მაცხოვრებლებს შენობიდან გაიყვანენ და მათი ქირის საფასურს პროექტის საბოლოო განხორციელებამდე განვითარების ფონდი სრულად აანაზღაურებს.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელების პროცესსა და ვადებს მკაცრი მონიტორინგი გაეწევა.
აღნიშნული სახლის სრული რეაბილიტაციისა და რესტავრაციის შედეგადაც შენობა პირვანდელ მხატვრულ-არქიტექტურულ იერსახეს დაიბრუნებს.
დ. აღმაშენებლის გამზირი N34-36 -ში მდებარე საცხოვრებელ სახლებს კონსტრუქციული გამაგრება, გარე და შიდა ეზოს ფასადებს რესტავრაცია ჩაუტარდება. ასევე, განხორცილდება სადარბაზოს კედლის მხატვრობის კონსერვაცია. გარდა შენობის რეკოსტრუქციისა, გათვალისწინებულია წყალკანალიზაციის ქსელის მოწესრიგებაც. დ.აღმაშენებლის გამზირი N34-36 -ში მდებარე ისტორიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დასრულდება.
პრეზენტაციას, მოსახლეობის გარდა, ჩუღურეთის გამგებელი და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















