დღეს ჟურნალისტებმა ჩაიდინეს ღირსეული აქტი - იცავენ ქვეყნის ღირსებას - ელენე ხოშტარია
საქართველო, თბილისი - 14:20 | 06.06.2017 ნანახია: 3340
,,დღეს ჟურნალისტებმა ჩაიდინეს ყველასთვის მნიშვნელოვანი, ღირსეული აქტი”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჟურნალისტების მიერ გამართული აქციის შემდეგ განაცხადა.
,,დღეს ჟურნალისტებმა ჩაიდინეს ყველასთვის მნიშვნელოვანი, ღირსეული აქტი - იცავენ ქვეყნის ღირსებას. ამ ქვეყანაში თუ არ არის მთავრობა არის ძლიერი საზოგადოება, რომელიც ასე მტკიცედ აპროტესტებს წარმოუდგენელ ადამიანის ქვეყნიდან გაქრობის შემთხვევას. ძალიან კარგად ჩანს მთავრობის დამოკიდებულება. რამდენი დღე არის გასული. უამრავი კამერა დაითვალეს ჟურნალისტებმა, რომელიც იმ ტერიტორიაზე იყო. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. არის ცინიკური განცხადებები მთავრობის მხრიდან. ეს არის რა თქმა უნდა სიმახინჯე ჩვენი სახელმწიფო სისტემის, რომელიც არსებობს და სადაც მთავრობა იცავს არა ქვეყნის და ადამიანის ინტერესს, არამედ თავისი გუნდს აფარებს ხელს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისივე განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ანგარიშვალდებულებას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გუნდის მიმართ გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა მათი კოლეგის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში აქცია გამართეს. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოულოდნლეად თავზე ტომრები ჩამოიცვეს.
როგორც ცნობილია აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მან თბილისიდან ბაქომდე სწორედ თავზე ტომარა ჩამოცმულმა იმგზავრა, მას შემდეგ რაც ის საქართველოს დედაქალაქიდან გაიტაცეს.
2 ივნისს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდამჭერებმა თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებთან აქციები გამართეს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ შესაბამისი განცხადებაც ჩააბარეს პარლამენტში, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მანამდე ჟურნალისტები იგივეს ითხოვდნენ სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაურისგან, თუმცა უშედეგოდ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















