ევროპარლამენტარები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემას გაეცნენ
საქართველო, თბილისი - 15:46 | 05.11.2015 ნანახია: 3449
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებთან საჯჯად კარიმსა და ანდრეი მამიკინსთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ევროპარლამენტის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგია 2015-2020 გააცნო და ევროპის სამეზობლო პროგრამაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულია და არაერთი სახელმწიფო პროექტი ხორციელდება დარგის ხელშეწყობის მიზნით. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ENPARD-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ და ევროპარლამეტის წევრებს ENPARD-II -ის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, ფერმერთა რეგისტრაციის პროგრამისა და ექსტენციის განვითარების მნიშვნელობას.
ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ლევან დავითაშვილმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობასა და შეთანხმების საფუძველზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს ევროპული სახლის წევრობის პოტენციალი აქვს. ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა და გვსურს, რომ თქვენს მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში ჩანდეს თქვენი ევროპული არჩევანი“, - განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საჯად კარიმმა.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის წევრებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ეროვნეული სააგენტოს ოფისები დაათვალიერეს და მათ საქმიანობას გაეცნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ევროპარლამენტის წევრებმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია: ქართული ღვინო, თაფლი, ხილი, ბოსტნეული და ჩურჩხელა დააგემოვნეს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















