აშშ მიესალმება საქართველოს მიერ გენერალური პროკურატურის კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს
საქართველო, თბილისი - 17:07 | 05.11.2015 ნანახია: 2119
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მეხუთე პლენარული სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს.
დოკუმენტში შეფასებულია საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით არსებული ვითარება. ქვეყნის დემოკრატიზაციისა და რეფორმების მიმდინარეობის პროცესს კომისია დადებითად აფასებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძალისხმევა ამ მიმართულებით აძლიერებს ეკონომიკას, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას საქართველოში.
„სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია მიესალმება რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და აღნიშნავს, რომ დამატებითი ძალისხმევა ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მონაწილე ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის მნიშვნელობა. გარდა ამისა, აშშ მიესალმება გენერალური პროკურატურის მიმართულებით კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას. „ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გენერალური პროკურატურის, ძალოვანი და უსაფრთხოების სამსახურების ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისაკენ“, − ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული პირობების შექმნის მნიშვნელობაზე; ამასთან, შეთანხმდნენ ღია, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიასივრცის შენარჩუნების აუცილებლობაზე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. აშშ-ის მხრიდან თანათავმჯდომარეებმა რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მოიწონეს რუსეთის პროვოკაციებზე საქართველოს მთავრობის ზომიერი რეაქცია.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ორმხრივი დიალოგის ძირითადი ფორმატია, რომლის მიზანსაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთობლივი მიზნის ხელშეწყობა წარმოადგენს. ქარტიის კომისიამ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















