ვინ და რა პრინციპით გაიმარჯვა წლის სიმღერის ფესტივალზე „ოქროს ტალღა“?
საქართველო, თბილისი - 15:04 | 21.06.2017 ნანახია: 3656
მთაწმინდის პარკში წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონია „ოქროს ტალღა“ გაიმართა. წელს კონკურსი მეოთხედ ჩატარდა. ორგანიზატორი რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ იუბილარია და ამიტომ „ოქროს ტალღა“-2017 განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა.
ბოლო ორი წელია ღონისძიება ჰოლდინგის მუსიკალურ წამყვანებს ნია მოძმანაშვილს და ნიკა კაციას მიჰყავთ, რაც შეეხება ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს, ძირითადი დატვირთვა ჯგუფზე „რეზო და ბავშვები“ მოდიოდა, მაგალითად ლელა წურწუმიას და დათო ხუჯაძეს მათ გაუწიეს მუსიკალური თანხლება.
ხუჯაძემ საერთოდაც ჯგუფის სოლისტის, რეზო ბლიაძის დაწერილი სიმღერა შეასრულა. ნოდიკო ტატიშვილმა ცოცხლად დავით მაზანაშვილთან ერთად იმღერა, გიო ხუციშვილმა საკუთარ ბენდთან „გიო+“ წევრებთან ერთად, ეს ყველაფერი მანამ სცენაზე ღონისძიების საპატიო სტუმარი, MOJO-ს სოლისტი იან დესტალი ავიდოდა.
რაც შეეხება კონკურსს, წელს საუკეთესოს 125 სიმღერიდან ირჩევდნენ. ამ 125-დან ჟიურიმ რამოდენიმე სხვადასხვა ნომინაციაში გადაანაწილა. რაც შეეხება ხალხის რჩეულს ის „ოქროს ტალღის“ საიტზე მიცემული ხმების დაჯამებით გამოვლინდა, ჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგურმა და ტელეკომპანია „მიუზიკბოქსმა“ კი საკუთარი რჩეულები დაასახელა.
ჟიური წევრებად „ფორტუნას“ ჰოლდინგის მიერ ორგანიზებულ წლის სიმღერის კონკურსზე მერაბ სეფაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, მაცაცო სებისკვერაძე, ზაზა შენგელია, ხატია შამუგია, დათო ფორჩხიძე, გიორგი უშიკიშვილი, ვაჟა დურგლიშვილი და ვალერი მელაძე მოგვევლინენ. ძირითადად ისინი იყვნენ დამჯილდოვებლებეს შორის, მაგალითად: ხატია შამუგიამ წლის დუეტი გამოავლინა, დებიუტი ვალერი მელაძემ, ვაჟა დურგლიშვილმა თეონა ჯორბენაძე დააჯილდოვა, რაჭველმა მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „სახეს“ კუთვნილი პრიზი ხუჯაძეს გადასცა, ეპოქის შექმნისთვის ‘ოქროს ტალღაზე“ ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედება გამოარჩიეს. თუმცა ყველა დამჯილდოვებელი ჟიურის წევრი არ იყო, მაგალითად წლის მომღერალი მამაკაცი თავად არაჩვეულებრივმა მომღერალმა,ოთო ნემსაძემ გამოავლინა.
რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, სრული სია ასეთია:
წლის სიმღერა: სტეფანე – „დამიბრუნდი“ (კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი)
წლის საუკეთესო მომღერალი ქალი: სოფო ნიჟარაძე – „მაპატიე“ (კომპოზიტორი: რუსა მორჩილაძე / ტექსტი: ირინა სანიკიძე და დავით დოიაშვილი)
წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი: ნოდიკო ტატიშვილი – „ფერადი დღე“ (კომპოზიტორი: მაიკო კაჭკაჭიშვილი / ტექსტი: მანანა გურგენიძე)
წლის საუკეთესო ჯგუფი/ანსამბლი: „ქართული ხმების კვარტეტი“ – „მეორე ლეგენდა“ (კომპოზიტორი: ნუნუ გაბუნია /ტექსტი: ავთანდილ გელოვანი)
ინტერნეტრჩეული: გია დავითიანი – „ლეგენდა სიყვარულზე“ (კომპოზიტორი მანანა იმედაძე, ტექსტი: გურამ გორდეზიანი)
წლის დებიუტი: ეკუნა – „What U Want“ (კომპოზიტორი და ტექსტი: ეკუნა)
წლის რიმეიქი: New One – Artificial love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code)
წლის დუეტი: ლაშა ღლონტი და ქეთი ფარესაშვილი – „ოქროყანის აღმართი“ (კომპოზიტორი: კონსტანტინე პევზნერი / ტექსტი: პეტრე გრუზინსკი)
წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა: ანსამბლი „შვიდკაცა“ და დათო გომართელი – „ერთ რამეს გეტყვი“ (კომპოზიტორი: ნათია ზეინკლიშვილი / ტექსტი: მანანა სიამაშვილი)
პრიზი მუსიკის პოპულარიზაციისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ: ნინო ქათამაძე
მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი: ჯგუფი „სახე“
კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და პროდიუსინგი: თეონა ჯორბენაძე
რადიო „ფორტუნას“ რჩეული: სტეფანე – „დამიბრუნდი“(კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი)
რადიო „ფორტუნა პლუსის“ რჩეული: „რეზო და ბავშვები“ – „ველოსიპედი“(კომპოზიტორი და ტექსტი: რეზო ბლიაძე)
რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული: სოფო ბედია – „გელოდი“ (კომპოზიტორი და ტექსტი: ლეილა ლეგაშვილი)
„ავტორადიოს“ რჩეული: New One – Artificial Love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code)
ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული: მასტერი – „დამსინა“ (კომპოზიტორი და ტექსტი: მასტერი)
"პრაიმნიუსჯორჯია" ულოცავს რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" 20 წლის იუბილეს და ლიდერობას უსურვებს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















