ნუ გადავიყვანთ ამ ტრაგედიას პოლიტიკურ ჭრილში - ირმა ზავრადაშვილი
საქართველო, თბილისი - 10:25 | 03.07.2017 ნანახია: 2019
დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულებს ქონება დაზღვეული ჰქონდათ.
„ხანძარი 8-ზე დაიწყო და ეკიპაჟი 4 წუთში მოვიდა. მობილიზება სწრაფი იყო. სრული და ზუსტი ინფორმაცია ჯერ ვერ იქნება. პირველადი კერა მანქანის ნაწილების მაღაზიიდან იყო სადაც ზეთებია და საბურავებია. რადგან სწრაფად აალებადი პროდუქტი იწვოდა, ხელმეორედ გაჩნდა კერები. ახლა ლოკალიზებულია. გამომწვევი მიზეზები ჯერ არა ცნობილი. იმედს ვიტოვებ, რომ ბავშვთა სამყაროს გამოცდილების მერე, ამ ადამიანებმა იციან, რომ დაზღვეული უნდა ჰქონოდათ ქონება. რა თქმა უნდა, დაცვა ჰყავდა შენობას და სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხანძარი გაჩნდა. ნუ გადავიყვანთ ამ ტრაგედიას პოლიტიკურ ჭრილში“, - განაცხადა დიდუბის გამგებელმა.
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ ავტონაწილების მაღაზიაში ხანძარი 2 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა. ხანძარი დაახლოებით 2500 კვ.მ-ზე გავრცელდა და მის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 24 სამაშველო მანქანა და 250 მაშველი-მეხანძრე. ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს შსს-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო იძიებს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















