თეა წულუკიანი: "რუსთავი 2“ არის ჩვენი სამაუწყებლო სივრცის ნაწილი
საქართველო, თბილისი - 15:51 | 06.11.2015 ნანახია: 2213
„პრაიმნიუსჯორჯია“ გთავაზობთ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ვრცელ კომენტარს რუსთავი 2-ის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„მე მინდა, ვთქვა, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის, როგორც კერძო კომპანიის, მესაკუთრეები კვლავ არიან სააკაშვილის მეგობარი ძმები ყარამანაშვილები. ეს არ შეუცვლია არავის გუშინ, არც მოსამართლეს; შესაბამისად, ვერ შეცვლიდა ვერც საჯარო რეესტრი და დღეს „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ კვლავ რჩება ის ხალხი, ვინც მანამდე იყო „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე. ესენი არიან ამჟამად კიევში მყოფი ძმები ყარამანაშვილები − ეს დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდანაც. ამიტომაც გუშინ არ მომხდარა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეების ცვლილება.
მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულ იქნა დღის განმავლობაში და შემოვიდა საჯარო რეესტრში 18 საათისთვის, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს − მათ შორის, ზოგიერთი წარმომადგენელი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ზოგიერთი წარმომადგენელი საერთაშორისო თანამეგობრობიდან, საჯარო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიღო გუშინ, 5 ნოემბერს, 18 საათზე. 7-ის წუთებზე, როგორც ამას ვაკეთებთ, ეს გადაწყვეტილება იქნა საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, რადგან არაფერი არ არის დასამალი, როდესაც საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია შემოდის. ამის შემდეგ უკვე დადგა დღევანდელი დღე − 6 ნოემბერი, და დილით საჯარო რეესტრმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შუალედური, დროებითი ხასიათის გადაწყვეტილებაა და დროებით მმართველებად მოცემული კერძო კომპანიისა დარეგისტრირდნენ ბატონები დვალი და საყევარაშვილი. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც ევალებოდა საჯარო რეესტრს. აქედან გამომდინარე, მე მინდა, მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში − განმიმარტოს, რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესებზე, რომლებიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა და რომელიც, ვიტყოდი, პირდაპირ აკნინებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს. ღამით გუშინ სახელმწიფოს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
საერთო სასამართლოების მიერ გუშინ, ბატონი ურთმელიძის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ გავეცანით გუშინ, როდესაც ის 6 საათზე შემოვიდა საჯარო რეესტრში. გადაწყვეტილების არცერთ ნაწილში არ არის მოშველიებული ის მუხლი სამოქალაქო-საპროცესო კოდექსისა, რომელიც შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს მუხლი არ არის გადაწყვეტილებაში გამოყენებული. ბატონი ურთმელიძე დაეყრდნო სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის აბსოლუტურად სხვა მუხლს, რომელიც მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრს, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ვინმესთვის საკრიტიკო, ვინმესთვის − არმოსაწონი. ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ის არის მკაცრად შესაბამისობაში ქართულ კანონთან.
ბოლოს მინდა, ვთქვა ერთი რამ: „რუსთავი 2“ აგრძელებდა დღემდე და გააგრძელებს თავის საქმიანობას, და კმაყოფილებით მინდა, აღვნიშნო, რომ ის განცხადებები, რაც დროებითმა მმართველებმა გააკეთეს დღეს, სწორედ ამას ადასტურებს. მე ვერ შევეგუებოდი იმას, რომ „რუსთავი 2“-ს დროებითმა მმართველებმა შეუცვალონ პროფილი ან „რუსთავი 2“ გადაიყვანონ სხვა ბრძოლის ველზე, ვიდრე არის თავისუფალი ჟურნალისტიკა. ამიტომაც ღიად ვამბობ, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, რომ მე არ შევეგუები, თუკი რომელიმე დროებითი მმართველი „რუსთავი 2“-ის ან ჟურნალისტების, ან „რუსთავი 2“-ის, როგორც სამაუწყებლო კომპანიის, საქმიანობის შეზღუდვას ან რაიმე სახით გადასხვაფერებას დააპირებს. „რუსთავი 2“ არის ჩვენი სამაუწყებლო სივრცის ნაწილი, ძალიან საყვარელი არხი საზოგადოების ბევრი წევრისთვის და ის ასეთადაც უნდა დარჩეს. სხვათა შორის, თუ თქვენ გაეცნობით სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსამართლე ურთმელიძემ ჩათვლა, რომ მანამ, სანამ დავა დასრულდება, დროებით მმართველს უნდა ჩაბარდეს ეს კერძო კომპანია, რომ რომელიმე მხარემ, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა და მის მეირ დანიშნულმა მოსამართლეებმა, მეორე მხრივ კი, ბატონმა ხალვაშმა, თავიანთ სამართლებრივ ბრძოლაში არ დააზიანონ კომპანია. ეს უწერია სწორედ მოსამართლეს თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც ამბობს, რომ კერძო კომპანია თავისი პროფილით უნდა იყოს დაცული დროებითი მმართველების მიერ. აღმოჩნდა, რომ დროებითი მმართველები, რომლებსაც ჩვენ ვუსმინეთ დღეს ყველამ ერთად, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები არიან და ისინი, ვინც რეალურად ნულიდან შექმნეს ეს კომპანია.
მე დღეს პირველად ვუსმინე დვალს, აქიმიძეს, საყევარაშვილს და რამდენადაც შეიძლება დასკვნები გააკეთო მედიაში გაკეთებული განცხადებებიდან, ისინი ტოვებენ გონიერი და ჭკვიანი ადამიანების შთაბეჭდილებას, და მე არ მგონია, ისინი რაიმე ტიპის გამწვავებაზე წავიდნენ ან ჟურნალისტებთან, ან რაღაც ძალისმიერი მეთოდებით მოითხოვონ გადაწყვეტილების აღსრულება. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა ყველასთვის და როგორც ერთი მხარის გონივრულობის იმედი მაქვს, ისე გონივრულობის იმედი მაქვს მეორე მხარისა, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი არის ის, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა გააგრძელონ საქმიანობა. საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მიიღოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ინფორმაცია, მათ შორის, „რუსთავი 2“-გან, რომელიც უკვე მრავალი წლის არხია და მისი შესუსტება ამ სამართლებრივი დავის გამო არ უნდა მოხდეს.
მე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის“ გენპროკურორის მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ იუსტიციის მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ განათლების მინისტრი, რომელიც უკვე ბევრი დროა, თავს ყიდის დამოუკიდებელ მედიახელმძღვანელად, ჩარჩენილია ძველ დროში და მას მუდმივად ახსენდება ის დრო, როდესაც თავად და ადეიშვილი წერდნენ მოსამართლის, მათ შორის, მაგალითად, გიორგი ჩემიას, განაჩენს გირგვლიანის საქმეზე. ეს ხანა დასრულდა სამი წლის წინ. ურთმელიძე, ისევე, როგორც ყველა მოსამართლე საქართველოში, არის დამოუკიდებელი და ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრმა მათ რაიმე ტიპის მითითება მისცა. პირიქით, სამი წელია, ნაბიჯ-ნაბიჯ, სირთულეებით, რაც თავად მოსამართლეებისგანაც მხვდება, მე მათთვის ვაკეთებ კარგ კანონებს; კანონებს, რომლებიც მათ იცავს ჩემგან, იცავს ნებისმიერი მომავალი იუსტიციის მინისტრისგან.
რაც შეეხება ნიჭს და უნარს, ვწერო სასამართლოს გადაწყვეტილებები, მე 10 წელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვწერდი, მათ შორის, ჩემი დაწერილია გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“, „შამაევი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ნაწილობრივ − გირგვლიანის განაჩენი და, ასე ვთქვათ, მართლაც მეხერხება განაჩენების წერა. მაგრამ მას ვაკეთებდი სტრასბურგში და მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი, კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი, თუმცა, არც ეს გადაწყვეტილება გამოიყურება ცუდად. რაც მთავარია, ეს არ არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო, როგორც ამას ზოგიერთი აცხადებს, და, რაც მთავარია, ის არ ყოფილა მიღებული ღამით.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ აშშ-ის საელჩომ განმარტოს − რას ნიშნავს, ღამით მოხდა მოვლენები; სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა 18.00 საათზე და დღეს დილით 9 საათსა და 20 წუთზე რეგისტრაციაში გატარდა. მინდა, ხელი დამიდონ დოკუმენტზე, რა არის ღამე მომხდარი, თუ არის რაიმე ღამე მომხდარი, უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება, ამიტომ მე მჭირდება ამ განცხადების განმარტება და პასუხი!“
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















