საოკუპაციო ზოლის გადმოწევის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს - ზურაბ აბაშიძე
საქართველო, თბილისი - 16:28 | 10.07.2017 ნანახია: 2276
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საოკუპაციო ზოლის გადმოწევის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს.
მისივე თქმით, ევროპელ დიპლომატებთან და გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და რუსული მცოცავი ოკუპაცია იყო.
“ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომლებიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე, მათ შორის ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე, სოფელბერშუეთთან. ამ თემაზე იყო საკმაოდ დეტალური საუბარი. რაც შეეხება პრაღის ფორმატს, ითქვა რომ სავაჭრო ურთიერთობები გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობები აღდგა რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ურთიერთობები არ აისახა რუსეთის პოლიტიკაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.
ზოგადად, იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ასეთი ერთ-ერთი მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე დაიწყოს საუბარი, ოსეთის დე ფაქტი ხელისუფლებასთან, ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე ფატო ხელისუფლებასთან ამაზე რაიმე სახის მოლაპარაკებებს. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი მხრიდან, საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლით, ეს პროცესი შეჩერდეს,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















