სააკაშვილი ჩაცმულობის გამო მინიონს შეადარეს

საქართველო, თბილისი - 16:18 | 19.07.2017
ნანახია: 1965

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩაცმულობამ სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა. ფოტო კარპატებში ლაშქრობისას არის გადაღებული.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ის პოპულარული მულტფილმის „მინიონების“ პერსონაჟს შეადარეს.

სააკაშვილის ფოტო Facebook-ზე უკრაინელმა ჟურნალისტმა ვასილი აპასოვმა განათავსა. ყოფილ პრეზიდენტს ღია ყვითელი ფერის ქურთუკი აცვია, რომელიც მის ფიგურას მჭიდროდ ეკვრის.

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე