ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კვლევის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველო, თბილისი - 10:45 | 27.07.2017 ნანახია: 1811
ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ მათი უფლებები დაცულია. მოუხედავად ამისა, საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე შიშობს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაუცველია. თითქმის მესამედი (27% საშუალოდ, 36% თბილისში) მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად შრომის უფლებები ირღვევა. ხოლო ნახევარზე მეტი თვლის, რომ საქართველოში ირღვევა ეროვნული/ეთნიკური (57%) და რელიგიური (57%)უმცირესობების უფლებები.
ეს შედეგები გამოავლინა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართ.
კვლევის ანგარიშის წარდგენას, რომელიც 26 ივლისს გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, სამოქალქო საზოგადოების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
„ადამიანის უფლებები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის ქვაკუთხედია. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვის თანმიმდევრული პოლიტიკისა და ეფექტური მექანიზმების შემუშავებაში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ღია მსჯელობას სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობასთან“, - განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, კლევის ანგარიშის წარდგენაზე.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევააფასებს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ და იძლევა საქართველოში არსებული საზოგადოებრივი წარმოდგენების სურათს.
„კვლევის ანგარიშიმნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველ ინსტიტუტებსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, და ხელს უწყობს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის, სამართლიანი, მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების მისაღწევად“, - აღნიშნა შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
კვლევა „საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობაადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“ ეყრდნობა 5 ათასი პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუს ჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან.
სადაც შესაძლებელია, კვლევის შედეგები შედარებულიაგაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ2012 წელს განხორციელებული მსგავსი კვლევის მიგნებებთან.
კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 თებერვლამდე, ევროკავშირის შემდეგი პროგრამების ფარგლებში - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ და „მართლმსაჯულება ყველასათვის“. ევროკავშირის ეს ინიციატივები ხელს უწყობენ საქართველოს 2014-2020 წლის ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს.
კვლევის ანგარიში განთავსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვებ-გვერდზე: www.ge.undp.org
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















