პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა
საქართველო, თბილისი - 14:49 | 09.11.2015 ნანახია: 2199
საქართველოს პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მოსარჩელე „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტი პატივს სცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს და წარმოდგენილი შუამდგომლობით ეჭვქვეშ არ აყენებს სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. შესაბამისად, შუამდგომლობაში გამოხატული პოზიციები აღქმული უნდა იქნეს მხოლოდ პარლამენტის, როგორც ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში მოპასუხე მხარის პოზიციები.
საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში. ამის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის - შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორთან ბატონ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონიმაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. განსახილველი საქმისადმი მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება, უკვე ნათლად გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე. კერძოდ:
საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით, რაც „რუსთავი 2–ის“ სარჩელში იყო მითითებული, რუსთავი 2-ის მიერ სარჩელის შეტანამდე მიმართეს სხვა მოსარჩელეებმა, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ ჩანიშნა განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში - 2 ნოემბერს დილით. ამავდროულად, პარლამენტს არ მიეცა შესაძლებლობა მიეღო რაიმე ინფორმაცია „რუსთავი 2–ის“ სარჩელის დარეგისტრირებისა და მისი განხილვის დროის თაობაზე. სხვა მოსარჩელეებმა, 2 ნოემბრის დილითვე უარი განაცხადეს სარჩელის განხილვაზე, რამაც გამოიწვია ზეპირი მოსმენის სხდომის გაუქმება. მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმავე დილით, ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე, სასამართლო გამოაქვეყნებდა გადაწყვეტილებას „რუსთავი 2-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სადავო ნორმის დროებით შეჩერების შესახებ.
ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარჩელის მიღების, დარეგისტრირების და შემდგომი მსვლელობის პროცესი შეგნებულად და წინასწარგამიზნულად იყო გაუმჭვირვალე, რათა სასამართლოს სწორედ 2 ნოემბერს მიეღო „რუსთავი 2-ის“ ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, ოღონდ ისე, რომ არ განეხილა მისი საქმე და სასურველი გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო სხვა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე 2 ნოემბერს დილით არ წარმოიშვა ახალი გარემოებები - იმავე საკითხზე სხვა მოსარჩელეების მიერ შეტანილი სარჩელების უკან გათხოვა, დაგეგმილი სხდომის ვერჩატარება და „რუსთავი 2-ისთვის“ სასარგებლო გადაწყვეტილების სხვა საქმეზე ვერ მიღება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ იმ კონსტიტუციურ სარჩელებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სულ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობა დაყენებული იყო 19 კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელთაგან დაკმაყოფილდა მხოლოდ სამი, ამათაგან ორზე გაიმართა ზეპირი მოსმენა და მხოლოდ ერთი, „რუსთავი 2-ის“ სარჩელი, იქნა განხილული ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკონსტიტუციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვასთან დაკავშირებული საკუთარი განმარტებების იგნორირებით მიმართა მის მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში დაგმობილ „საიდუმლო მართლმსაჯულებას“ და სადავო ნორმის მოქმედება შეაჩერა ზეპირი მოსმენის გარეშე, რა დროსაც მან გაითვალისწინა მხოლოდ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული მოსაზრებები და შესაძლებლობა არ მისცა მოპასუხე მხარეს, დაესაბუთებინა საპირისპირო.
რუსთავი 2–ის სარჩელზე მიღებული საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეს შეიცავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება მესამე პირებისთვის. მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც.
აღნიშნულ გარემოებათა გამო საქართველოს პარლამენტმა მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარე კონსტანტინე ვარძელაშვილი და ამავე კოლეგიის წევრი მაია კოპალეიშვილი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა“ და შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიმართ მოქმედებენ მიკერძოებულად და არაობიექტურად და მოსალოდნელია მათი მიკერძოებული მიდგომა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისასაც. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა ისარგებლა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას რუსთავი 2–ის სარჩელთან დაკავშირებით მოსამართლეთა აცილების მოთხოვნით.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















