აშშ-ის 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განათლების ყველა დონეზე ცვლილებებს ახორციელებს
საქართველო, თბილისი - 11:29 | 31.07.2017 ნანახია: 1456
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის ფარგლებში, კონკრეტული მისიით შეიქმნა: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის (გრანტის) მეშვეობით, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას. ფონდი ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისთვის საბუნებისმეტყველო-საინჟინრო და ტექნიკურ დისციპლინებში.
რამდენად წარმატებით იხარჯება განათლებაში უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტიცია, როგორია ფონდის საქმიანობის შედეგები და მიღწევები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორი მაგდა მაღრაძე გვესაუბრა.
საქართველოს განთლების სისტემაში რეფორმების რამდენიმე ეტაპი გამოვიარეთ. ეს მუდმივი პროცესია და პარალელურად იხვეწება სისტემა. აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომელის ერთ-ერთი პუნქტიც განათლების სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას ეთმობა.
2014-2019 წლებში ვახორციელებთ პროექტს „ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტს“, რომელსაც აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას საქართველოში.
კვლევებით აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ადგილობრივი რესურსებით ვერ ვპასუხობთ საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო დარგის მოთხოვნებს; ამ დარგების მიმართ დიდია ინვესტორებისა და ბიზნესის ინტერესი. შესაბამისად, ჩვენი ყველა პროგრამა, რომელიც განთლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით ხორციელდება და თანხვედრაშია მიმდინარე რეფორმებთან, ხელს უწყობს კვალიფიციური, თანამედროვე უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადებას პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეებზე.
მისიის შესასრულებლად გაიწერა 5 წლიანი სტრატეგიული გეგმა, რა ძირითადი მიმართულებები შევიდა სამოქმედო გეგმაში?
გამომდინარე იქიდან, რომ კვლევებში პრობლემურ სფეროებად STEM (Science, Technology, Engineering, Math) მიმართულება გამოიკვეთა, განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს აღნიშნული სფეროების სპეციალისტების მომზადებას.
უფრო კონკრეტულად, ფონდის საქმიანობა 3 ძირითად მიმართულებად იშლება:
76 მილიონი ამერიკული დოლარი იხარჯება ზოგადი განათლების მიმართულებით: საჯარო სკოლების ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგის, მათემატიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები იმაღლებენ კვალიფიკაციას. სკოლებს უტარდებათ რეაბილიტაცია და ისინი აღიჭურვება ლაბორატორიებით. ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებლად გვჭირდება კარგი მენეჯერები სკოლის სისტემაში. ამ მიზნით ხდება სკოლის დირექტორების გადამზადება.
16 მილიონი ამერიკული დოლარი ხმარდება პროფესიული სასწავლებლებისთვის პროგრამების დანერგვასა და ინფრასტუქტურის მოწყობას. მალე გვეყოლება კადრები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამ პროექტის ფარგლებში 40-მდე ახალი პროფესიული საგანანმანათლებლო პროგრამა იქმნება, რომლის უმეტესობას აქვს საერთაშორისო სერტიფიცირება და დამსაქმებლების ჩართულობით შექმნილი.
30 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყო უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტისთვის - საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოვიდა. 2014 წლიდან სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ ამერიკული განათლება და დიპლომი. სან დიეგო ბაკალავრის 6 პროგრამას ახორციელებს სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ასევე მიმდინარეობს ამ უნივერსიტეტების
პროგრამებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესი, ლაბორატორიების და აუდიტორიების რეაბილიტაცია და აღჭურვილობით მოწყობა, ქართველი პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარება.
ქალბატონო მაგდა, როგორია ფონდის საქმიანობის ამ დროისთვის მიღწეული შედეგი, თუ შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ მაჩვენებელზე?
7200 მასწავლებლის გადამზადების პროცესი დასრულებულია, საჯარო სკოლების 1800-მა დირექტორმა გაიარა გადამზადების პირველი ეტაპი. 29 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. 32 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო წელს ზაფხულში, ჯამში 90-მდე სკოლის რეაბილიტაციის განხორციელებას ვგეგმავთ. პროფესიული სასწავლებლებისთვის გაიცა 10 მსხვილი გრანტი 12 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხორციელდება ახალი აღჭურვილობის შესყიდვა. შემოდგომიდან 40 ახალი პროფესიული პროგრამა შევა ძალაში. სექტემბერში იგეგმება სან დიეგოს უნივერსიტეტის ახალი შენობის მშენებლობაც.40-ზე მეტმა ქართველმა პროფესორ-მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღო პროფესიული განვითარების პროგრამაში აშშ-ში.
ამ რაოდენობრივი შედეგების გარდა, ძალიან მაღალია ხარისხობრივი შედეგიც. ყველა პროცესში ჩართული არიან ქართველი პროფესიონალები და იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. დღეს გადადგმული ნაბიჯები შედეგს მინიმუმ 5 წლის შემდგომ გვაძლევს. განათლებაში დიდი მიღწევების სწრაფად განხორციელება რთულია, თუმცა, თუ დროულად არ დავიწყებთ ქმედებას და იმის შეცვლას, რაც განვითარებას უშლის ხელს, შეგვიძლია გაუთავებლად ვისაუბროთ ამ გამოწვევებზე და ვერაფერს მივაღწიოთ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















