ამაყი ვარ აშშ-ის მეორე ლედის ჩვენთან სტუმრობით - ნათია ფანჯიკიძე
საქართველო, თბილისი - 12:54 | 01.08.2017 ნანახია: 1405
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ აშშ-ის მეორე ლედის ჩვენთან სტუმრობით, - ამის შესახებ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელმა ნათია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მას დაახლოებით სამი კვირის წინ, აშშ-ის საელჩოდან ესტუმრნენ და უთხრეს, რომ საქართველოში არტ თერაპიის ისტორიას შეისწავლიდნენ.
„არც კი ვიცოდი რისთვის შეისწავლიდნენ ამას. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოწვეული აღმოვჩნდით ამ ღონისძიებაზე, რის გამოც ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ბედნიერებაა როდესაც ადამიანს ესმის იმის არსი, შენ რას აკეთებ, რადგან სულიერი განცდიდან მოდის ჩვენი დაავადებების 97%, თუ მეტი არა“, - განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მეუღლე კარენ პენსი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „კამარას“ პაციენტებსა და თერაპევტებს შეხვდა. მეორე ლედი რამდენიმე პაციენტს გაესაუბრა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა. კარენ პენსს საქართველოში არტ თერაპიის სიტუაცია „კამარას“ თერაპევტებმა ნათია ფანჯიკიძემ, ნინო კომახიძემ და სალომე ფანჯიკიძემ გააცნეს.
ნათია ფანჯიკიძის თქმით, საოცარი სიზუსტით შეირჩა ის ნამუშევრები, რომლებიც გამოიფინა. როგორც ფანჯიკიძემ განმარტა, აღნიშნული ნამუშევრები განსაკუთრებული შინაგანი აუცილებლობიდან იყო დაბადებული და მათმა შემქმნელმა ყოველმა ყოფილმა პაციენტმა თავის ცხოვრებაში დიდი ნახტომი და პროგრესი აჩვენა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















