თბილისის ზოოპარკს მურა დათვი შეემატება
საქართველო, თბილისი - 13:47 | 02.08.2017 ნანახია: 1398
ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცული მურა დათვი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაჰყავთ.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული მურა დათვი, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ზედამხედველობით, თბილისის ზოოპარკში გადაჰყავთ. ცხოველის ზოოპარკში გადაყვანა, მისთვის საუკეთესო ბუნებრივი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად გადაწყდა. თბილისის ზოოპარკში დათვი დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დარჩება.დათვის ტყვეობაში ყოფნას, ბოლო რამდენიმე დღეა, მედიასა და სოციალურ ქსელებში აპროტესტებენ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, ააიპ ზოოლოგიური ცენტრის დირექტორი სოსო ჯიქურაშვილი და რამდენიმე აქტივისტი. ისინი ცხოველის გადაყვანას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში არსებულ ააიპ ზოოლოგიურ ცენტრში მოითხოვენ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ პირის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ, რომელსაც ცხოველი უკანონო ტყვეობაში ჰყავს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გავრცელებული ბრალდებების პასუხად, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, დათვის უკეთეს პირობებში გადაყვანის უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო პროცედურა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გატარდა.
შეტყობინება, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებულ დათვთან დაკავშირებით, სამინისტროს ცხელ ხაზზე შევიდა და რეაგირების მოხდენის მიზნით, დაუყოვნებლივ გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს. ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა სიტუაცია შეისწავლეს და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით, პირის მიმართ, რომელსაც მისივე განმარტებით ცხოველი ტყვეობაში 2004 წლიდან ჰყავს, საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეული ცხოველის დატყვევების ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.
ვინაიდან დათვის ტრანსპორტირებისთვის მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები იყო საჭირო (გადასაყვანი ტერიტორიისა და ვოლიერის მომზადება, შესაბამისი ტრანსპორტის უზრუნველყოფა, ვეტერინარის ადგილზე ყოფნა და სხვა), ცხოველი, დროებით, კვლავ ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ ვოლიერში დარჩა და შესაბამისი აქტის საფუძველზე, დროებით ჩაბარდა პირს, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩამორთმეული დათვი, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიბარდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















