შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა დღის განმავლობაში ოთხი რთული ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს
საქართველო, თბილისი - 10:57 | 21.08.2017 ნანახია: 1263მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახს და მწვანე ნარგავებს მოეკიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 25-მდე მეხანძრე-მაშველმა, დაახლოებით, 1000 კვ/მ ფართობზე ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ხანძარი გაჩნდა დაბა სურამშიც. იწვოდა ტყის მასივის ქვედა საფარი - ბალახი და ბუჩქები, დაახლოებით, 3000 კვ/მ ფართობზე. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.
ხანძარი გაჩნდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივშიც. დაიწვა 1,5 ჰა ფართობზე არსებული ფოთლოვანი ნერგები, ბალახი და ბუჩქები. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 2 ჯგუფი, რომლებმაც, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლეს.
ტყესთან ახლოს, ხანძარი გაჩნდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში, 1ჰა ფართობზე. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
შსს-ს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე რჩება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზებისთვის. ხანძრის გავრცელების ფართობმა, სავარაუდოდ, 5 ჰა-ს გადააჭარბა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ძლიერი დაკვამლიანებისა და ქარის გამო, სპეციალისტთა რეკომენდაციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს შესაძლებლობა აქვს, ღამის საათებში განახორციელოს ფრენა. თუმცა, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, ღამის საათებში ვერტმფრენის მიერ ხანძრის ქრობისა და სამაშველო ოპერაციის განხორციელება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეკომენდებული არ არის. სპეციალისტების მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციის მიღებისთანავე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი კვლავ მყისიერად ჩაერთვება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ამავდროულად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100-მდე მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს ცეცხლის ლოკალიზებისთვის საჭირო სამუშაოებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















