კერძო სექტორმა განათლებაში ინვესტირება დაიწყო
საქართველო, თბილისი - 10:03 | 24.08.2017 ნანახია: 1291
საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევები აჩვენებს, რომ ყველა იმ სექტორში, რომელიც ვერ ვითარდება, მთავარი პრობლემაკვალიფიციურიკადრების ნაკლებობაა. აღმოჩნდა, რომ ბაზრის მოთხოვნებს სრულად ვერ პასუხობს საქართველოში არსებული ადამიანური კაპიტალი. განსაკუთრებული დეფიციტი საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო დარგებში იკვეთება,რომლის მიმართაც დიდია ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესის ინტერესი.
საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ გამოწვევის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია ბიზნესთანმჭიდრო თანამშრომლობა და მათი მონაწილეობა განათლების სფეროს განვითარებაში, რათა ხელი შეუწყოს დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, 2014 წელს სწორედ ამ მისიით შეიქმნა, რომ წაახალისოს საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური განათლების მიმართულება და ამით ხელი შეუწყოს ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოგვარებას.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, უკვე მესამე წელია, წარმატებით თანამშრომლობს კერძო სექტორთან, რათა ჩამოყალიბდეს მჭიდრო კავშირი დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის.
ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები წარმატებით თანამშრომლობენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განთლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ გრანტით დაფინანსებული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების შექმნაში. ფონდმა 2016 წელს 12 მილიონი აშშ დოლარის გრანტი გასცა 10 პროფესიული განათლების მომწოდებლისთვის და წელს დაიწყება სტუდენტების მიღება ახალ და/ან განახლებულ პროფესიული განათლების პროგრამებზე - სულ 42 პროგრამა. აღსანიშნავია კერძო სექტორის დასაჯარო სექტორის მხრიდან როგორც მონეტარული, ასევე არამონეტარული მხარდაჭერა, რაც განაპირობებს პროგრამების წარმატებას, მდგრადობას და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების უზრუნველყოფას.
„კერძო სექტორი ფონდის საგანმანთლებლო პროგრამებშიწარმატებით და მაღალი მაჩვენებლით იღებს მონაწილეობას. ბიზნესებს შესაძლებლობასვაძლევთ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მიმართულებით. ფონდის უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს საქართველოში, ჩამოყალიბდა ფორმალური პარტნიორობა დამსაქმებლებთან. ისინი სტუდენტებს სთავაზობენ სტაჟირების პროგრამებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აფინანსებენ მათ უნივერსიტეტში სწავლასა.
უპრეცედენტოა ჩვენი ფონდის პროფესიულ განათლების პროექტში განხორციელებული ინვესტიცია. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 12 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა პროფესიული განათლების 10 პროექტი. საგრანტო კონკურსის მოთხოვნების მიხედვით, აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენდა კერძო სექტორის მხრიდან თანადაფინანსების არსებობა. შესაბამისად, აღნიშნულ 10 პროექტს კერძო და საჯარო სექტორებისმხრიდან 6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მხარდაჭერა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს კერძო სექტორი მზად არის განათლებაში ჩადოს ინვესტიცია, რათა მისი მოთხოვნების შესაბამისი კადრი მიიღოს და ამით განავითაროს ბიზნესი. შეგვიძლია განვაცხადოთ, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობის საუკეთესო მაგალითს.“ - აცხადებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















