არ ვიცით, რა უნდა გააკეთოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, სანამ უწმინდესი ცოცხალია - პატრიარქის მდივანი
საქართველო, თბილისი - 17:30 | 23.11.2017 ნანახია: 1953
„ვიცით რა უნდა გააკეთოს თანამოსაყდრემ, როცა პატრიარქი ცოცხალი აღარ იქნება, დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ არ ვიცით, რა უნდა გააკეთოს სანამ ის ქმედუნარიანი და ცოცხალია“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ, მის თანამოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს დასახელების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიტროპოლიტი შიო იქნება მთავარი ჭირისუფალი ეკლესიის მხრიდან.
,,არ ვიცით, რა დავალებებს მისცემს მას მისი უწმინდესობა, ვიცით, რა უნდა გააკეთოს თანამოსაყდრემ, როცა პატრიარქი აღარ იქნება, დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ არ ვიცით რა უნდა გააკეთოს მან, სანამ მისი უწმინდესობა ქმედუნარიანი და ცოცხალია.
ჩვენ ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით გაწერილი გვაქვს, რომ ის იქნება მთავარი ჭირისუფალი ეკლესიის მხრიდან და ის უხელმძღვანელებს ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევამდე.
ვიცით ყველაფერი, რაც მოხდება შემდეგ, მაგრამ მანამდე როგორ იქნება, ეს პატრიარქის გადასაწყვეტია. ამ დღეებში ჩამოვყალიბდებით რა უფლება-მოვალეობებს დააკისრეს მას მისი უწმინდესობა“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველი ,,TV პირველის'' ეთერში.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა, ილია მეორემ დღეს, ქაშუეთში, სადღესასწაულო წირვაზე, მის თანამოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი წარადგინა.
ცნობისთვის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















