ჩვენ კომფორტული გზით არ დავდივართ - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 14:51 | 27.11.2017
ნანახია: 1381

,,უმრავლესობა სტანდარტს აჩვენებს, როცა მმართველი პოლიტიკური გუნდი საკუთარ პოლიტიკურ რიგებში კი არ ეძებს ისეთ უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელებს, როგორიცაა სახალხო დამცველი, არამედ ცდილობს, რომ ობიექტური, ნეიტრალური კანდიდატების მიმართ მოხდეს კონსესუსი", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ბესელიას შეფასებით, ეს არის გაბედული მიდგომა.

,,მგონია, რომ ამას ყველაზე კრიტიკული ოპონენტიც კი გაიზიარებს. ძალიან ადვილია, საკუთარ რიგებში შეარჩიო ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ყველაზე კარგად არის კომუნიკაციაში მმართველ ძალასთან, მაგრამ ჩვენ ასეთი კომფორტული და მარტივი გზით არ დავდივართ. მგონი, ეს შესაფასებელია. მიდგომა არის ისეთი, რომ კანდიდატები ისეთი ჯგუფებიდან ვეძებოთ, რომელიც არის საზოგადოების კრიტიკული ხმა და არ არის დაკავშირებული მმართველ პოლიტიკურ ძალასთან”, – აღნიშნა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაასახელა. 

ლომჯარიას კანდიდატურას არასამთავრობო სექტორიც მიესალმება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე