სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,რუსთავის აზოტს" გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა მოუწევს
საქართველო, თბილისი - 15:38 | 28.11.2017 ნანახია: 1114
,,რუსთავის აზოტს" სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურება მოუწევს, რაც ამ მომენტისთვის 13.536 ლარს შეადგენს.
სს ,,რუსთავის აზოტიდან" ამწის მემანქანე, ნ. დ. სამსახურიდან 2016 წლის ნოემბერში დაითხოვეს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ კი პროფკავშირების გაერთიანების სარჩელი 27 ნოემბერს დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ნ. დ. სამსახურიდან შპს ,,რუსთავის აზოტი“-ს ადმინისტრაციამ გაათავისუფლა, ხოლო მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოუწევს ახალ მფლობელებს, სს ,,რუსთავის აზოტ“-ს და სს ,,ეუ ინვესთმენთს".
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი იცავდა.
პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიის ახალი მფლობელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობდა იმ არგუმენტით, რომ ნ.დ. დათხოვნის პერიოდში კომპანიის მართვასთან კავშირი არ ჰქონია.
,,დაზარალებულის დაცვამ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ევროპის სტანდარტების თანახმად - საწარმოს გასხვისების შემთხვევაში, კომპანიის ქონებისა და აქტივების გადაბარებასთან ერთად, ახალ მფლობელს ეკისრება პასუხისმგებლობა დასაქმებულებზე, მათ უფლებებსა და შრომით საკითხებზე.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სასამართლოში აწარმოებს "რუსთავის აზოტი" დან გათავისუფლებული კიდევ 56 ადამიანის საქმეს, რომლებიც სწორედ ახალი მფლობელის მიერ არიან სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული 2017 წლის 25 იანვარს", - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
2017 წლის 25 იანვარს სს ,,რუსთავის აზოტი“-ს ადმინისტრაციამ განახორციელა 330-ზე მეტი დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლება, რომელთაგანაც 56-მა გადაწყვიტა სასამართლოს წესით ედავა კომპანიის წინააღმდეგ
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















