შვეიცარია გააგრძელებს ქართულ - რუსულ ურთიერთობებში განმუხტვის პოლიტიკისა და დიალოგის ხელშეწყობას
საქართველო, თბილისი - 14:48 | 04.12.2017 ნანახია: 1079
,,შვეიცარია არის ქვეყანა, რომელთანაც სულ მალე სრულფასოვნად ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. შვეიცარიამ და შვეიცარიის განვითარების სააგენტომ 20 წლის განმავლობაში, ასეულობით მილიონი დოლარი დაახარჯა საქართველოს განვითარებისათვის",- აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტების პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია შვეიცარიასთან აქტიური თანამშრომლობა, ქვეყანასთან, რომელიც წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანასთან, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, დიალოგის თვალსაზრისით.
"ის თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ განვავითარებთ მომავალი სამი წლის განმავლობაში იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.
კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს და ხაზი გავუსვა ჩვენს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და გამოვთქვა იმედი, რომ ამ პოზიტიურად მზარდი დინამიკის ფონზე ჩვენ უზრუნველვყობთ უკეთეს მომავალს ჩვენი საზოგადოებებისათვის.
დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო ვიზიტისათვის და დიდი მადლობა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ გამოხატავთ საქართველოს მიმართ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შევიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველო და შვეიცარია 25 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს ზეიმობენ და ამ 25 წლის განმავლობაში შვეიცარიამ ხელი შეუწყო საქართველოს დემოკრატიასა და განვითარებას. შვეიცარია მოხარულია, რომ საქართველოში სიტუაცია ბევრად უფრო გაუმჯობესდა.
მისი განცხადებით, სამხრეთ კავკასიისათვის აქტუალური განვითარების სტრატეგია ამ რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობის ხაზგასმაა, რადგან შვეიცარია ამ რეგიონში ინვესტირებას ახდენს.
"მინდა მოგილოცოთ ბატონო პრეზიდენტო თქვენ და მთავრობის წევრებს ქვეყნის განვითარება. რა თქმა უნდა, რაც თქვენ მოახერხეთ ეს აღნიშვნის ღირსია და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები სხვადასხვა მემორანდუმით გავამგრეთ.
ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მაგალითად ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის მემორანდუმი, ასევე ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია არსებობს და სტაბილურია. თუმცა, სამომავლოდ, ეს ურთიერთობები გაიზრდება და მომავალი წლის დასაწყისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდება და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი შვეიცარიელი ინვესტორი გამოიხედავს საქართველოსკენ, რათა კიდევ უფრო უკეთ აითვისონ ქართული ბაზარი.
ჩვენ დღევანდელ შეხვედრებზე ჩვენი თანამშრომლობის სხვა პერსპექტივებზეც ვსაუბრობდით. მაგალითად სამთო ტურიზმზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკის სფეროზე. ვფიქრობ, ეს არის სფეროები, სადაც ჩვენ ნამდვილად გვაქვს წინსვლა. ჩვენ, როგორც მთიანი ქვეყნები, ბუნებრივია, ენერგიის მოპოვებაზე ვსაუბრობთ, კლიმატურ ცვლილებებზე უნდა ვიფიქროთ.
საქართველოს თურქეთთან ერთად აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ძალიან დიდი პერსპექტივა. მათ შორის, აზერბაიჯანთან ერთად გაზსადენთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ შავი ზღვა კიდევ ერთი დიდი პოტენციალია, რომელსაც აქვს ამოუწურავი შესაძლებლობები, მათ შორის შვეიცარული კომპანიებისათვის, რათა მოახდინონ საკუთარი საქონლის ტრანსპორტირება. შვეიცარია ლოგისტიკური ქვეყანაა, ყველაზე დიდი სარკინიგზო გვირაბი გვაქვს მთელ მსოფლიოში და ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი გამოცდილება, გაგიზიაროთ.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა თანამშრომლობის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია: - ჩვენ გვაქვს სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერის სტრატეგია 2020 წლის ჩათვლით. ეკონომიკის განვითარების ჩათვლით, ეს უნდა იყოს მდგრადი, რათა ეკოლოგიური კომპონენტის უგულებელყოფა არ მოხდეს. დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი მხარდაჭერა და მთელი რეგიონის უსაფრთხოება, სადაც მშვიდობა და ადამიანის უფლებები, შვეიცარიის მსგავსად უმაღლეს დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ასევე ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოს სამსახურში დგომას და ბუნებრივია, ყველანაირად შევეცდებით ქართულ - რუსული ურთიერთობების დალაგებას. დიდი მადლობა ქართულ კომპეტენტურ ორგანოებს ძალიან ინტენსიური თანამშრომლობისათვის და ჩვენ კვლავაც შევუწყობთ ხელს ქართულ- რუსულ ურთიერთობებში განმუხტვის პოლიტიკას და დიალოგს.
დიდი მადლობა პრეზიდენტ მარგველაშვილს, საქართველოს მთელ მთავრობას არაჩვეულებრივი მიღებისათვის თქვენ ქვეყანაში", - აღნიშნა დორის ლოიტჰარდმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















