„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების კანონპროექტი პარლამენტში მუხლობრივად განიხილეს
საქართველო, თბილისი - 18:49 | 05.12.2017 ნანახია: 1193
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიას და დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილეს.
მომხსენებელმა, საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმაგანმარტა, რომ პირველი მოსმენის შემდგომ, თანაავტორები შეთანხმდნენ, რომ ფრაქციის მოადგილეების თანამდებობების გაჩენით ადგილებზე, მუნიციპალიტეტებში ხელი შეეწყობა პარტიულ განვითარებას, რაც პარტიებს, ვისაც ამის შესაძლებლობა გააჩნია, მისცემს საშუალებას იყოს წარმოდგენილი უფრო სოლიდურად და მათ ექნებათ განვითარების უფრო მეტი შანსი.
პირველი მოსმენისას შემოთავაზებული ინიციატივით ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების რაოდენობის ზედა ზღვარი ოთხით იყო განსაზღვრული და ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე გათვალისწინებული იყო ერთი მოადგილე.
საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მთლიანად შეიცვალა კონფიგურაცია და ინიციატივა შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:
ყველა ფრაქციას, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოში, უნდა ჰქონდეს უფლება ჰყავდეს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციაში ცხრა წევრზე მეტის არსებობის შემთხვევაში, დაინიშნოს მეორე მოადგილე. გამონაკლისი იქნება ქალაქ თბილისის საკრებულო, სადაც ფრაქციის თავმჯდომარეს, ყოველ ცხრა წევრზე შეუძლია ყავდეს ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს სამისა.
„ჩვენ, ინიციატორებს მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა არის გაცილებით უფრო სამართლიანი ვიდრე იყო პირველი შემოთავაზება. ეს იყო გარკვეული მოლაპარაკებების, კონსულტაციების და კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება და მას სწორედ ასეთი სახით გთავაზობთ განსახილველად,“-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით დაუჭირა მხარი.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















