ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტურობის გაზრდა - გიორგი გახარია
საქართველო, თბილისი - 16:17 | 07.12.2017 ნანახია: 1222
დღეს, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტურობის გაზრდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მანდატურის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
,,დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტურობის გაზრდა. ეს არის ამოსავალი წერტილი. ამისთვის შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არის განათლების სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა მოხდა. აღნიშნული სამსახურის იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა. ამიტომ ჩვენ ახლა მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაზრდის მანდატურების
საქმიანობის ეფექტიანობას. ვიდრე ეს მოხდება, მანამდე საპატრულო პოლიცია
მობილიზებული იქნება და ყველა შესაძლებელ რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ სკოლებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, დაახლოებით,
2 კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს თბილისის რამდენიმე სკოლასთან, ეს იყო
80-85 სკოლა, პატრულირება უკვე დაწყებული ჰქონდათ, დღის საათებში გადატვირთული მოძრაობის დარეგულირების მიზნით და სკოლაში მისასვლელად მშობლებისა და ბავშვების დასახმარებლად. ეს იყო მაშინ ძირითადი ამოცანა.
ჩვენ ახლა უფრო სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს, შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს მანდატურების სამსახურის ეფექტიანობა და ამის შემდგომ პატრულის როლი, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ჩვენ გვესმის მოქალაქეების, როცა ამბობენ, რომ პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის და ამას ვეთანხმებით. პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც უნდა იმუშაოს პოლიციამ.
მანდატურის სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც გვაქვს დღეს და არა მათ წინაშე, რომლებიც გვქონდა 5 ან 10 წლის წინ.
ამ ბმას ჩვენ აღვადგენთ, ჩვენ ვსაუბრობთ ბმაზე საპატრულო პოლიციასთან და არა კრიმინალურ პოლიციასთან, ან კიდევ სხვა რაღაცასთან. მიუხედავად იმისა, რომ მანდატური სამსახური უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მისი ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს პრევენცია და არა შსს-სთან მჭიდრო ურთიერთობა. ეს უნდა იყოს ძირითადი ამოსავალი წერტილი - ასეთი კავშირი უნდა არსებობდეს.
კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს. იმ სახით, რა სახითაც ჩვენ დღეს გვაქვს უბნის- ინსპექტორები, ეგრეთ წოდებულები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებინ სკოლის უსაფრთხოების და წესრიგის დამყარებაში - ეს სხვა წესრიგია, სხვა ტიპის ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანები”, - აცხადებს მინისტრი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















