2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები (ფოტოკოლაჟი)
საქართველო, თბილისი - 17:08 | 13.12.2017 ნანახია: 3034
სამოდელო ბიზნესში რთულია დიდი ჰონონარით ვინმეს გაოცება, მაგრამ მიმდინარე წელს პოდიუმზე დედოფალი შეიცვალა.
ჟიზელ ბიუნდჰენმა, რომელიც Forbes -ის ვერსიით 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სათავეში იყო, ადგილი ახალგაზრდა კონკურენტს დაუთმო. ახლა პოდიუმის ყველაზე წარმატებული ვარსკვლავების ათეული ასე გამოიყურება:
მე-10 ადგილს იკავებს ამერიკელი plus-size მოდელი ეშლი გრემი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 5,5მლნ დოლარი გამოიმუშავა. ის ბოდიპოზიტივის მკაფიო მომხრეა და ცოტა ხნის წინ Victoria’s Secret-ს ხორცსავსე მოდელების არარსებობის გამო დასცინა.

მე-9 ადგილზეა ბელა ჰადიდი.
ყველაზე ახალგაზრდა მოდელი ამ სიაში 21 წლის ბელა ჰადიდია. მისმა ჰონორარებმა 2017 წელს 6 მლნ დოლარი შეადგინა. ბელა პოზირებდა უამრავი ბრენდისთვის. მათ შორის Dior-სთვის.

მე-8 ადგილი წილად ხვდა ლიუ ვენს.
მარტში ლიუ ვენი პირველი ჩინელი მოდელი გახდა, რომელიც Vogue-ის ამერიკული ვერსიის გარეკანზე მოხვდა. სულ ერთი წლის განმავლობაში მან 6,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

მე-7 ადგილი კარლი კლოსს ერგო.
ამერიკელი 25 წლის მოდელი უკვე 36-ჯერ მოხვდა Vogue-ის სხვადასხვა გამოცემის გარეკანზე. 2017 წელს მისმა ჰონორარებმა 9 მლნ დოლარი შეადგინა.
სუპერმოდელი მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Sawrovski და Adidas-ი. ის გატაცებულია ინფორმატიკით და მის პროგრამირების არაკომერციულ სკოლაში 500-ზე მეტი გოგონა სწავლობს.

მე-6 ადგილი წილად ხვდა როუზი ჰანთინგთონ-უაიტლის. ჯეისონ სტეტჰემის გერლფრენდმა ერთი წლის განმავლობაში 9,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა. იმის მიუხედავად, რომ ივნისში ვაჟი შეეძინა, ის მუშაობას განაგრძობს Ugg
-თან, Burberry-თან, საიუველირო სახლთან Nirav Modi-თანდა ანვითარებს ქალის თეთრეულისსაკუთარ ხაზს, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ხაზს Marks & Spencer-თვის.

მე-5 ადგილზეა ჯიჯი ჰადიდი.
2017 წელს მან 9,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა და მეხუთე ადგილი ჰანთინჰთონ-უაიტლისთან ერთად გაიყო.
ჯიჯი და ბელა ჰადიდები პირველი დები გახდნენ, რომლებიც მაღალანაზღაურებადი მოდელების ათეულში მოხვდნენ.

მე-4 ადგილზე ადრიანა ლიმა აღმოჩნდა. 36 წლის ბრაზილიელი მოდელი 1999 წლიდან Victoria
’s Secret-ის „ანგელოზია“. მისმა ჰონორარებმა ერთი წლის განმავლობაში 10,5 მლნ დოლარი შეადგინა.

მე-3 ადგილი წილად ხვდა კრისი თეიგენს. მან 13,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მუსიკოს ჯონ ლეჯენდის ცოლი მრავალ პროექტში მონაწილეობს, მათ შორის Smirnoff-ის რეკლამაშიც.

მე-2 ადგილზეა ჟიზელ ბიუნდჰენი. ბრაზილიელი მოდელის ჰონორარები 17,5 მლნ დოლარს შეადგენს. მისი შემოსავალი გასულ წელთან შედარებით თითქმის ორჯერ შემცირდა. შარშან მან 30,5მლნ დოლარის გამომუშავება შეძლო. ის მუშაობს Carolina Herrera-სთან. ფეხსაცმლის მწარმოებელ Arezzo-თან და საიუველირო კომპანია Vivara-თან. თავისი კარიერის განმავლობაში ჟურნალების გარეკანებზე 1200-ჯერ მოხვდა.

პირველ ადგილს ქენდალ ჯენერი იკავებს.
22 წლის ქენდალს Instagram-ზე 85 მლნ-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რაც მინიმუმ ორჯერ მეტია, ამ სიაში მოხვედრილი მოდელების ხელმომწერებზე. ქენდალი მუშაობს ბრენდებთან Estée Lauder-ი, Adidas-ი და თეთრეულის მწარმოებელთან La Perla-თან.

პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















