სადისტებო შვილი მომიკალით, ამას ასე არ დავტოვებ - მაჩალიკაშვილის დედა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 10.01.2018
ნანახია: 1519

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შვილის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს. გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან ძალის გადამეტების გამო გარდაიცვალა.

,,სადისტებო შვილი მომიკალით...ამას ასე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს" - აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაჭრილის მდგომარეობა დილის 8 საათისთვის გართულდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. შესაძლოა თემრილან მაჩალიკაშვილი პანკისში დღესვე გადაასვენონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე