თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულირება გაუგებარია - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 17:27 | 10.01.2018
ნანახია: 1346

შვილის დაღუპვაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს და მშობლის რეაქციაც აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა გაუგებარია ასეთი თემებით [თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით] სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი ინტერესის იქით ვერაფერს ხედავენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

,,ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ერთადერთი მიზანი თავიანთი მოქმედებებისას – დაიცვან ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამიტომ, მათ სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს გამოძიების ვალდებულებას, დეტალური და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, მათ შორის, ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი​ თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე