ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას - ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ("ამერიკის ხმა")
საქართველო, თბილისი - 12:39 | 15.01.2018 ნანახია: 2016
„ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას“ - ამის შესახებ განცხადება ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 იანვარს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების ბოსნია-ჰერცოგოვინასსერბთა რესპუბლიკაში (Republika Srpska) ვიზიტის შემდეგ გააკეთა.
ამ თემაზე გთავაზობთ ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძის სტატიას, რომელიც „ამერიკის ხმისთვისაა“ მომზადებული.
"ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკაში (Republika Srpska) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტს აქტიური დისკუსია მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება 11 იანვარს ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, რომელშიც დაადასტურა, რომ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობდა.
„თვითგამოცხადებული და საერთაშორისო დონეზე არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტმა, ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკას (Republika Srpska // Република Српска) დიდი ზიანი მიაყენა. ამან „რესპუბლიკა სრპსკას“ რეპუტაცია შელახა და მნიშვნელოვნად დააზიანა მისი სტატუსი საერთაშორისო არენაზე” - განაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ჩრნადაკმა. მან ასევე აღნიშნა რომ, სამინისტრო არ იყო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული და მის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია.
იგორ ჩრნადაკის განცხადებით, აღნიშნულმა „რესპუბლიკა სრპსკას“ სტატუსი (ეს უკანასკნელი ბოსნია-ჰერცოგოვინისსაერთაშორისოდ აღიარებული სრულუფლებიანი ერთეულია) ოკუპირებუ ლი სამხრეთ ოსეთის „საეჭვო საერთაშორისო სტატუსს“ გაუთანაბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას შორის ურთიერთობებს არ დააზიანებს.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ბოსნიის კოლექტიური პრეზიდიუმის წევრი მლადენ ივანიჩი, რომლის თქმით, პრეზიდიუმმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
გასულ კვირას ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკის „რესპუბლიკის დღე” აღინიშნა. ბანია-ლუკაში გამართულ სამხედრო აღლუმზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც იყო მიწვეული. ოსი სეპარატისტების „პრეზიდენტთან“ ერთად საპატიო ლოჟაში სერბთა რესპუბლიკისა და სერბეთის პოლიტიკური და საეკლესიო ელიტა იყო წარმოდგენილი. ბოსნია-ჰერცოგოვინის სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილორად დოდიკი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბიბილოვს და რუსეთის ელჩს შეხვდა, რის შემდეგაც მათ რუსი დიპლომატის, ვიტალი ჩურკინის საპატივცემული მონუმენტი აღმართეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. განმარტება ჯერ არ გაუკეთებია სერბეთს, რომლის დედაქალაქ ბელგრადში ანატოლი ბიბილოვი ბოსნიაში ჩასვლამდე იმყოფებოდა, ეკლესიები მოინახულა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს, ბაჩსკას ეპარქიის წინამძღოლს ირინეის შეხვდა", - ვკითხულობთ სტატიაში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















