XVII საუკუნის ჩხერის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველო, თბილისი - 18:45 | 18.01.2018 ნანახია: 1745
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარე XVII საუკუნის ჩხერის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, - ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ციხე აგებულია მაღალი მთის თხემზე, რომელიც ხეობაშია შეჭრილი და მთლიანად აკონტროლებს მდ. ჩხერიმელას ხეობას. ციხის ფუნქცია, როგორც ჩანს აქ გამავალი ქართლ-იმერეთის ერთ-ერთი მთავარი გზის კონტროლი იყო. მის შესახებ მონაცემები მოგვეპოვება ისტორიულ წყაროებში და დოკუმენტებში. ვახუშტის ცნობით ჩხერის ციხე მაგარი და მტრისგან აუღებელი ციხე იყო. 1738 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე მეხუთემ ის ნიკოლოზ აბაშიძეს უბოძა, რომელმაც 1762 წელს მეფე სოლომონ პირველს მიყიდა. 1774 წ. ამ ციხესთან მოხდა ცნობილი ჩხერის ბრძოლა, რომლის დროსაც სოლომონ პირველმა ოსმალები სასტიკად დაამარცხა. ციხე ნაგებია ნაგეხი ქვით დუღაბზე. კარგადაა შეწყმული რელიეფს და მისი კონფიგურაცია რელიეფს მიყვება. მისასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან - მთის ფერდიდან აქვს. დანარჩენი სამი მხარე მას ფლატეზე აქვს. ციხე ორი ნაწილისგან შედგებოდა: გალავანი და შიდა ციხე. გალავნის მცირე ფრაგმენტი შემორჩენილია ჩრდილოეთით - მისადგომი მხარისკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთით იმ ადგილას, სადაც ფლატე შედარებით ნაკლებადაა დახრილი. შიდა ციხე, თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფა. დასავლეთით სასახლეა, აღმოსავლეთით - აკროპოლისი. სასახლე ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმა აქვს. დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ჩრდილოეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლები ყრუ ქონდა. აღმოსავლეთის კედელი კი, რომელიც ამჟამად მთლიანად დანგრეულია, აკროპოლისთან მაკავშირებელი იყო და აქედან უნდა ქონოდა კარიც. პირველი სართულის დონეზე დასავლეთის კედელში თაღჩები ქონია დატანებული. მეორე სართულზე კი სათოფუ-სარკმლებია ჩამწკრივებული. აკროპოლისი სასახლის აღმოსავლეთითაა. შედგებოდა გალავნისა და მასში ჩართული კოშკებისგან. ამჯამად შემორჩენილია ორი კოშკი - სამხრეთის და აღმოსავლეთის. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკიდან მხოლოდ პირველი სართულის დონეზე ორი კედლის ფრაგმენტია შემორჩენილი, სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი შედარებით უკეთაა დაცული. ის კუთხეებმომრგვალებული ოთხკუთხედია, ოდნავ ზევითკენ შევიწროვებული. ამჟამად შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ კედელში სათოფურ-სარკმელი აქვს. პირველი სართულის დონეზე ამავე მხარეს ჩაყრილია მცირე ზომის ქვევრები. სართულშორისი გადახურვა ხის ძელების ყოფილა. კოშკი სასახლესთან გალავნითაა დაკავშირებული.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















