დედა, მე გეი ვარ! - ემზო კვარაცხელიას წერილი დედას
საქართველო, თბილისი - 09:05 | 09.02.2018 ნანახია: 2755
თანასწორობის მოძრაობის ვებგვედზე ემზო კვარაცხელიას გულახდილი წერილი ქვეყნდება.
,,ჩემ სიტყვებს არც მეტაფორებით გავაფერადებ, არც მოოქროვილ ჩარჩოებში ჩავსვამ, პირდაპირ, ჩემებური სიფაქიზით გაგიმხელთ დიალოგს, რომელიც დედაჩემსა და ჩემს შორის შედგა.
ქამინგაუთი ყოველ ჯერზე გაბრაზებულმა გავაკეთე. პირველად 2013 წლის 17 მაისს გავბრაზდი: ოჯახზე, მეგობრებზე, მეზობლებზე, სამყაროზე… ყელში ბურთი მეჩხირებოდა, როცა ირგვლივ ყველა ერთხმად იძახდა „უარესის ღირსები არიან, მოკალით, არ გაუშვათ“. მაშინ პირველად, მესამე პირში დავიწყე ლგბტ ადამიანების დაცვა, რომლებიც რუსთაველზე ჩემი უფლებების დასაცავად: გამოდიოდნენ, ურტყამდნენ, მოსაკლავად მისდევდნენ, მე კი სახლში ვიჯექი, თვალს ვერ ვაშორებდი ტელევიზორს, უფრო და უფრო ვბრაზდებოდი, მრცხვენოდა საკუთარი მშიშარა გამომეტყველების, ვიყურებოდი სარკეში და ვპატარავდებოდი, საშინელი შეგრძნება იყო. მაშინ პირველად მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ თუ სადმე უსამართლობას დავინახავდი არ გავჩუმდებოდი.
არც ისეთი სასიამოვნოა უმრავლესობაში ყოფნა, არასდროს მომწონდა ჰეტეროს პოზის მორგება, ნელ-ნელა დავიწყე საუბარი, ჯერ მეგობრებთან და შემდეგ ნათესავებთან. ძმებმა ყოველთვის იცოდნენ. უამრავი მესიჯი გაუხსნიათ ჩემს ტელეფონში, რომელიც პირდაპირ ასახავდა ჩემს ორიენტაციას. თუმცა, არასოდეს ხმამაღლა ამას არ ამბობდნენ, არც მე მეუბნებოდნენ, თავს იტყუებდნენ, ამიტომაც მიიღეს მარტივად და არცერთი კონფლიქტი მათთან ან ჩემს დასთან ამ თემასთან დაკავშირებით არ მქონია, პირიქით.
ბოლო ნაბიჯი იყო დედა, ყველაზე მტკივნეული და რთული. პირველი სიტყვები, რაც მითხრა მკლავდა. „არ მჭირდება ცისფერი შვილიო“,- მომაძახა ტელეფონში და ამით დაასრულა საუბარი, მეგონა, ძლიერი ადამიანი ვიყავი და გადავლახავდი, ბოლოსდაბოლოს არც მე მჭირდება ისეთი დედა, რომელსაც რცხვენია ჩემი არსებობის და ვძულვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ გეი ვარ-მეთქი , თუმცა ვერ, ვერ შევძელი მარტივად მიმეღო დედის უარყოფა. ვერ ვმუშაობდი, ვერ ვკონტაქტობდი ადამიანებთან, ვერ ვჭამდი, ვერ ვიძინებდი, სუიციდური ფიქრებიც მქონდა, რაღაც ძალა მაძლიერებდა, სულ ვუმეორებდი ჩემს თავს, ახლა გაქვს შანსი, რომ ყველაფერი გამოასწორო, დაალაგო და იყო ის, ვინც ხარ! არ დანებდე! არც დავნებდი, წერილის გაგზავნა გადავწყვიტე, ავდექი და დავიწყე წერა. ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, ერთი ამოსუნთქვით, ძალიან სწრაფად დავწერე,ორ თაბახის ფურცელზე დავატიე და გავუგზავნე.
გიზიარებთ წერილის შინაარსს:
დედა, ვიცი, რასაც ახლა წაიკითხავ, ძალიან რთული იქნება შენთვის, არა იმ მდგომარეობის გამო, რომ ასეთი ვარ, არამედ შეგრცხვება ხალხის, მეზობლებისა და ნათესავების, სხვა შემთხვევაში, არც კი შეგაწუხებდა ჩემი ეს მდგომარეობა.
მოდი, თავიდან დავიწყოთ და ნუ დავაბრალებთ გარემოს მე ყოველთვის იმ გარემოში მიწევდა ურთიერთობა, რომელშიც ბოროტება, ღვარძლი, შური და დაპირისპირება იყო. ორი ომი გამოვიარე თქვენთან ერთად და გადავრჩით, გამოვიარეთ შიმშილი, გამოვიარეთ უშუქობა, გამოვიარეთ ყველაფერი და ერთმანეთის გვერდში დგომით გადავრჩით.
დღეს ისეთ ორგანიზაციაში ვმუშაობ, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ადამიანის დახმარება პროფესიად მექცა და ვაკეთებ იმას, რაც შინაგანად მჭირდება. ვცდილობ, დავიცვა თითოეული ჩაგრული ადამიანის უფლებება. ვერ მონახავ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ჩემზე ისეთი რამე თქვას, რის გამოც უნდა შეგრცხვეს ჩემი არსებობის, ვერავინ იტყვის,რომ ვინმე მოვატყუე, გამოვიყენე, დავამცირე ან დავცინე, პირიქით, უკლებლივ ყველას ვეხმარებოდი. თუმცა, ჩემ მიერ გადაგმული ერთი განსხვავებული ნაბიჯი, ისეთი რომელიც არავისთვისაა საზიანო, საკმარისია იმისთვის, რომ ამ განსხვავებულობის შიშმა შეგიპყროთ და მზად იყოთ ჩემს გასათელად.
უცოდინრობის ბრალია,როცა ,,პეტუხად”‘ “პიდარასტად” ან მსგავსი ტექსტებით მოიხსენიებთ ადამიანებს,რომლებიც ჩვენ ირგვლივ ყოველთვის დადიან და ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ვიცი, რომ გტკივა ახლა, მაგრამ მთელი ბავშობა მეც მტკიოდა, როცა ცუდად იხსენიებდით და ლანძღავდით ტელევიზორში დანახულ გეის. თქვენ მე ყოველ დღე მკლავდით თქვენი გამოხედვითა და ხუმრობით, როცა “ქალუსიას” დამიძახებდით, მკლავდით მაშინაც, როცა ცოლის მოყვანას მთხოვდით. მკლავდით ყოველ წამს, როცა ტელევიზორში დანახულ გეის ჩაქოლვას ისურვებდით. შეიძლება თქვენთვის მარტივი იყოს, თუმცა ჩემთვის ეს ყველაზე ცუდი წლები იყო.
რატომ აქამდე არ გითხარით? მეშინოდა! მეშინოდა ჩემი ძმების გაბოროტებული სახეების და იმის, რომ მომკლავდნენ ან ჩამქოლავდნენ. მეშინოდა, რადგან ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დასაცავად ჩემი შეწირვა არ გამხდარიყო აუცილებელი. საჭირო და სათანადო დროს ველოდებოდი, რომ მე თვითონ ვყოფილიყავი ამისთვის მზად და ძლიერი.
ნუ დარდობთ, ადრეულ ასაკში თავად ვცადე საკუთარი თავის “განკურნება”. მეც ავადმყოფობა და ანომალია მეგონა, ეკლესიაშიც დავდიოდი და ყოველ ჯერზე ვინანიებდი ცოდვებს, სანამ ერთ-ერთმა მამაომ არ მითხრა, შენ მომაკვდინებელ ცოდვას სჩადიხარ და ვერ გადარჩებიო, მეორე „სულიერმა მამამ“ კი „დაკერვა“ დამიწყო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მე ვერასოდეს ვერ ვიქნებოდი „ეკლესიის წიაღში“! წამლებიც მოვიძიე და თურმე არ არსებობს საშუალება, რომელიც ჰომოსექსუალობას კურნავს. შემდეგ ბევრი წავიკითხე, დოკუმენტურ ფილმებს გავეცანი და ჰოი, საოცრებავ, ასეთი რამ აღმოვაჩნიე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება,რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა კი არა ისეთივე ნორმაა, როგორიც ჰეტეროსექსუალობა, ანუ თქვენი მდგომარეობა. მე ასეთი დავიბადე. ეს არ არის ჩემი არჩევანი. ან რანაირად შეიძლება ისეთი რამ ავირჩიო ცხოვრებაში, რომლის გამოც შეიძლება ყველას ვძულდე?
დედა, მე გეი ვარ! ზუსტად ისე მიყვარს, როგორც შენ გიყვარს მამაჩემი. ზუსტად ისევე მჭირდება საყვარელი ადამიანი, როგორც შენ და იგივე ლტოლვა და ვნება მიჩნდება, როგორც შენ გიჩნდება მამაჩემის მიმართ!
აი, გაიხსენე, როცა პირველად აგიხსნა მამამ სიყვარული, როგორი ბევრი და სუფთა იყო ჰაერი. გაიხსენე, როგორი ბედნიერი იყავი. გაიხსენე, როგორ გიხაროდა ყოველი წუთი და მერე დაფიქრდი, რატომ არ მაქვს უფლება ზუსტად ისე გავიზიარო ბედნიერება, როგორც ეს შენ შეგიძლია?!
მე გეი ვარ და აბსოლუტურად არ მრცხვენია ამის ხმამაღლა თქმის! პირიქით, ვამაყობ რომ შემიძლია ვიყვირო, შემიძლია ბედნიერებისთვის ვიბრძოლო! ვამაყობ, რომ ვარ ის, ვინც ვარ! პრობლემა, ჩემში ვერასოდეს იქნება, პრობლემა თქვენშია, ვინც სიყვარული და წლობით ნაშენები ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ სამ სიტყვას გადააყოლეთ „რას იტყვის ხალხი?!“…
წერილის მიღებიდან ერთ კვირაში შევხვდით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად ჩავედი ფოთში და პირდაპირ სამსახურში მივაკითხე. მინდოდა ჩავხუტებოდი, თუმცა რეაქციის მეშინოდა. გულწრფელი ვიქნები, არ ველოდი, მინიმუმ ერთი წელი მისგან ტელეფონის ზარსაც კი. ძალიან ტრადიციული, მორწმუნე ქალია. ის კი მოვიდა, ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ვიტირეთ. მითხრა, მიყვარხარო, სად მყავს დასაკარგი შვილიო. ძალიან ემოციური შეხვედრა იყო…
მას შემდეგ ერთად ვართ. ერთად ვსწავლობთ, ერთად გვტკივა, ერთად ვამარცხებთ ჰომოფობიას – ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც. ეს ნაბიჯები კი საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს, სიყვარულის გამარჯვებამდე!" - წერს ემზო კვარაცხელია.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















