გარდაბნის გამგეობამ სამსახურის ორი ავტომანქანა დაკარგა
საქართველო, თბილისი - 18:15 | 20.02.2018 ნანახია: 1796გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს, გამგეობის ბალანსზე არსებული Mitsubishi Pajero 3500 და Gaz-31029 ვერ მოიძებნა. გამგეობას არ აქვს ინფორმაცია ამ ავტომანქანების შესახებ. ინფორმაციას regininfo.ge ავრცელებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ Mitsubishi Pajero 3500 გარდაბნის გამგეობას შეძენილი ჰქონდა 2007 წელს და 15 300 ლარი იყო გადახდილი, Gaz-31029-ის შესახებ კი ინფორმაცია საერთოდ ვერ მოიძებნა.
აუდიტის ჩატარების პროცესში ასევე დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული იყო 2010 წლის შემდეგ შეძენილი 3 ახალი ავტომანქანა.
აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ მანქანების დაკარგვით და დაზიანებით მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა, თუმცა, ქონების ან შესაბამისი კომპენსაციის მიღების მიზნით, სამართლებრივი ღონისძიებები არ განხორციელებულა.
გარდა სამსახურებრივი ავტომანქანებისა (21 სამორიგეო და 2 პერსონალური), გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2015 წელს საწვავი ყოველთვიურად გაიცემოდა საჯარო მოსამსახურეების კუთვნილ 70-დან 85 ავტომანქანაზე, ხოლო 2016 წელს - 60-დან 75 ავტომანქანაზე. საწვავი გამოეყოფოდა საკრებულოს თანამდებობის პირებს და რიგით წევრებს, სპეციალისტებს, დაქირავებულ მოსამსახურეებს, გამგებლის წარმომადგენლებს და სხვებს.
2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა საკუთარი მოხმარებისათვის დახარჯა 400 ტონამდე საწვავი, რაშიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 613 400 ლარი, ავტომანქანებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენისათვის კი 88 200 ლარი იქნა გადახდილი.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















