ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია

საქართველო, თბილისი - 13:35 | 25.06.2026
ნანახია: 25

გუშინ რეზოლუციამ ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ქვეყანა კი შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ევალება, როგორც ვალდებულება და არა როგორც ფუფუნება და პრივილეგია, - ამის შესახებ ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არა მარტო უვიზო რეჟიმი, არა მარტო ჩვენი ქვეყნის სტატუსი, არამედ იმ ევროსაბჭოს წევრობაც, სადაც ზურაბ ჟვანიამ საკუთარი ისტორიული სიტყვები თქვა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. სწორედ ამ დარბაზში გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ იყო ქართველი, შეიძლება ჯერაც ნიშნავდეს იყო ევროპელი, მაგრამ „ქოცი“ ნიშნავს დაშორდე ევროპას, დემოკრატიას და კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოს.

გუშინ რეზოლუციამ ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ქვეყანა კი შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ევალება, როგორც ვალდებულება და არა როგორც ფუფუნება და პრივილეგია. საქართველოში გრძელდება დემოკრატიული უკუსვლა და რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტები, ისე როგორც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია არიან ზეწოლის ქვეშ. საარჩევნო პროცესის და ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის შესუსტებული. პრაქტიკულად, ქართველ ერს არ გააჩნია არავითარი ნდობა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას წინა რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ეს არის ისტორიული ანტი-მომენტი, როდესაც წევრობის შესაბამისობა ღიად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე. ქვეყნისთვის, რომლის კეთილდღეობას და განვითარებას ამ ისტორიულ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება მეტი კარგი რეპუტაცია, მეტი აღიარება, მეტი ინვესტიცია“,- განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე