მიხელ ჯანელიძე ბოსნია და ჰერცოგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:42 | 06.03.2018 ნანახია: 1046
სარაევოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან დენის ზვიზდიჩისთან.
მხარეები მიესალმნენ სქართველოსა და ბონია-ჰერცეგოვინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რისთვისაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ორივე ქვეყნის საერთო მიზანი - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ის წარმატება მიულოცა, რასაც ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთით გაფართოების მნიშვნელობა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ორივე ქვეყნისთვის დემოკრატიული, ეკონომიკური, ინსტიტუციური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი განმაპირობებელია. საქართველოს ვიცე პრემიერმა ბოსნია და ჰერცეგოვინას მხრეს მიაწოდა ინფორმაცია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი მიზნების შესახებ, მათ შორის გააცნო ევროკავშირში ინტერგაციის, საგზაო რუკა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურთიერთმხარდაჭერა როგორც საგარეო-პოლიტიკური მისწრაფების, ასევე ამ გზაზე რეფორმების იმპლემენტაციისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და შესაძლებლობების შესახებ. ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. მათ შორის აღინიშნა, რომ საქართველო თავისი ღია და ლიბერალური ეკონომიკური შესაძლებლობებით კარგ პლატფორმას ქმნის ბოსნია და ჰერცეგოვინასთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის მრეწველობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატება ტურიზმის სექტორში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების ზრდას.
ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბოსნია და ჰერცეგოვინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც ასევე გამოიხატა რესპუბლიკა სერბსკაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ჩასვლის ფაქტზე ოფიციალური სარაევოს მტკიცე პოზიციაში, აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ეს მხარდაჭერა ხელს უწყობს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საჭიროებას. მიხეილ ჯანელიძემ ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















