„არ გადასცეთ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს“ - ოკუპირებულ ცხინვალში აქცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 17:10 | 06.03.2018 ნანახია: 2296
„არ გადასცეთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს“, - ამ სახელწოდებით ოკუპირებულ ცხინვალში აქცია გაიმართა.
აქციას, რომელიც ცხინვალის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან გაიმართა, 400-მდე ადამიანი ესწრებოდა.
"ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო შეტაკების დროს დაღუპულის ნათესავები და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ახლობლები აქციაზე შეიკრიბდნენ, რათა გააპროტესტონ ქართული ხელისუფლების მიერ გახმაურებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საქმე, რომელიც 22 მარტს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
წარმომადგენელთა თხოვნის მხარდასაჭერად, რომლებიც ითხოვდნენ არ გადაეცათ საქართველოსთვის ტატუნაშვუილის ცხედარი, მოვიდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები. მოსწავლეებმა მოედანზე გამოიტანეს 1989-2008 წელს საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულების სურათები. სტუდენტები გამოვიდნენ ტრანსფარანტებით და პლაკატებით წარწერით „საქართველო დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ნარჩენები“, „ევროკავშირო არდაუჭირო მხარი ტერორს საქართველოს მხრიდან ოსეთის და აფხაზეთის მიმართ“, „საქართველო პასუხისმგებელია 145 უგზოუკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქის წინაშე“.
აქციის მონაწილეებმა მიმართეს მსოფლიო საზოგადეობას, გააკეთონ სამხედო შეფასება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოვლენებთან დაკავშირებით და იმოქმედონ, რათა საქართველომ აღიაროს პასუხისმგებლობა ამ აგრესიაზე. აქციის დასრულებისას მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას", - წერს გამოცემა Sputnik-Ossetia.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეჯერდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვს აქვს, თუმცა მან ეს ინფორმაცია ურყო.
ამავე საკითხზე, „ევროპული საქართველო“ ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს.
საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















