საინტერესო ფაქტები მილიონერებზე
საქართველო, თბილისი - 16:11 | 08.03.2018 ნანახია: 1860
ჩვენს პლანეტაზე მილიონერების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დაახლოებით 65 ადამიანით. იმისათვის რომ მილიონერი გახდე აუცილებელია თუ არა კარგი განათლება? სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.
თუ კი სტატისტიკას დავუჯერებთ, ყოველ მეხუთე მილიონერს არ აქვს უმაღლესი განათლება. მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი კი მხოლოდ 6 პროცენტს გააჩნია.
საინტერესოა, რომ ყველა მილიონერმა ვერ შეძლო ბიზნესში წარმატების მიღწევა პირველივე მცდელობის შემდეგ. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც 4-5-ჯერ მოუხდათ ყველაფრის ნულიდან დაწყება.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტული მენეჯერი, ამერიკელი დონ კინგი ერთხელ მაღაზიაში შევიდა და 110 წყვილ ფეხსაცმელში 64 000 დოლარი გადაიხადა.
მაგრამ ეს წესებიდან გადახვევაა. ამერიკელი სოციოლოგები ამტკიცებენ, რომ მილიონერთა უმეტესობა 140 დოლარზე ძვირადღირებულ ფეხსაცმელს არ ყიდულობს.
ავსტრიელი კარლ რებედერი ღარიბ ოჯახში დაიბადა. გასაკვირი არ არის, რომ ადრეული ბავშვობიდან ბიჭი სიმდიდრეზე ოცნებობდა. მაგრამ სოლიდური კაპიტალის შემდეგ კარლი მიხვდა, რომ მილიონებმა მას ბედნიერება ვერ მოუტანა და მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებაზე დახარჯა.
ამერიკელი ჯეიმს ვილსონი მილიონერი საკმაოდ მოწიფულ ასაკში გახდა. 84 წლისა ის აზარტული თამაშების, ლატარეისა და ტოტალიზატორების წინააღმდეგ გამოდიოდა. იმისათვის, რომ ნათესავები დაერწმუნებინა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, გადაწყვიტა ცხოვრებაში პირველად ლატარეის ბილეთი ეყიდა. ახალბედებს უმართლებთ - პენსიონერი ერთდროულად 256 მლნ დოლარის მფლობელი გახდა.
მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი მდიდარი მოსკოველი ვაჭარი გავრილა სოლოდოვნიკოვი წარმოუდგენელი სიძუნწით გამოირჩეოდა. დუქნებში ის ყველაზე იაფასიან კერძს- წინა დღის წიწიბურას უკვეთავდა და გაუმართავი ეტლით გადაადგილდებოდა, რომელსაც რეზინი მხოლოდ უკანა თვლებზე ჰქონდა გადაკრული. ვაჭარი ამას შემდეგნაირად ხსნიდა - წინ მეეტლე ზის, მისი კომფორტისთვის კი ის ფულის გადახდას არ აპირებდა.
წარმატებული ინვესტორი ნიკოლას ბერგრიუენი, რომელმაც 2 მლნ-ზე მეტი დოლარი დააგროვა, უსახლკაროა. მართალია, ღამეს ქუჩაში არ ათევს, მაგრამ ღარიბულო სახლი აქვს, მდიდრული სახლი კი გაყიდა. მას უფრო მეტად მოსწონს სასტუმროებში ცხოვრება და მთელს მსოფლიოში მოგზაურობა.
ბრიტანელმა ფსიქოლოგმა როჯერ გრეიმ მილიონები მამაკაცის ცრემლების შეგროვებით იშოვა. ის თავის პაციენტებს არწმუნებდა, რომ მამაკაცები ქალებზე ცოტა ხანს ცხოვრობენ, რადგან იშვიათად ტირიან. გრეიმ სპეციალური კურსები გახსნა, სადაც მამაკაცებს სწორად ტირილის ხელოვნებას ასწავლიდა.
ირლანდიელი პეტ ბარკი მილიონერი უჩვეულო ხერხით გახდა. ის ხშირად ჩადიოდა აშშ-ში ნათესავების მოსანახულებლად, რომლებიც მას ერთი მუჭა ირლანდიური მიწის ჩატანას სთხოვდნენ. პეტს თავში აზრად მოუვიდა, რომ ამით ფული ეშოვა.
მხოლოდ 2009 წელს მან აშშ-ში 240 ტონა მიწა გაგზავნა. ამერიკის საბაჟო ამით აღფრთოვანებული არ იყო, რადგა მიწასთან ერთად ქვეყანაში შესაძლოა მიკრობებიც მოხვედრილიყო. მაგრამ მოხერხებული ირლანდიელი არ დაიბნა და მიწის გასუფთავების მეთოდი შეიმუშავა.
ჩინელმა ჩუენ გუანბიამომ კი მილიონების გაკეთება ჰაერიდან შეძლო.
მის მშობლიურ ქალაქში, პეკინში ჰაერი მთლად სუფთა არ არის. გუანბიამომ სპეციალური ქილების გაყიდვა დაიწყო, რომელიც სუფთა ჰაერით იყო სავსე. მალე გამოგონებამ მას 8 000 000 დოლარი მოუტანა. თავად გუანბიანო ამტკიცებს, რომ მისთვის მთავარია არა ფული, არამედ ხელისუფლების ყურადღების გამახვილება ეკოლოგიის პრობლემებისადმი, ამიტომ შემოსავლის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















