გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია იწყება
საქართველო, თბილისი - 16:18 | 08.03.2018 ნანახია: 5524
როგორც გიორგი ლეონიძისთვის იყო პატარძეულში თითოეული ქვა დიდი სუნთქვის შემნახველი, ასე არის თითოეული ჩუქურთმა ამ შენობებზე თბილისის სუნთქვის შემნახველი, თბილისელების სუნთქვის შემნახველი და სწორედ, ამ სუნთქვას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ! თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი, თბილისი არის ის კულტურული ტრადიციები, რომელიც თბილისმა შემოინახა - ეს არის თბილისი და და ეს არის ჩვენი საქართველო - სწორედ, ამის მოფრთხილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ამ მოედნის რეაბილიტაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გუდიაშვილის მოედანზე განაცხადა, რომლის რეაბილიტაციაც დღეს დაიწყო.
პრემიერ-მინისტრმა პროექტის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების აღდგენა-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის განხორციელება, მამულიშვილურ, პატრიოტულ საქმედ შეაფასა.
„პირველ რიგში, მინდა, ქალბატონებს მოგილოცოთ 8 მარტი და ნამდვილად, ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ვიწყებთ ახალ პროექტს - "ახალი ტფილისის" ფარგლებში. გუდიაშვილის მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია, მართლაც, პატრიოტული, მამულიშვილური საქმეა დღეს ჩვენთვის, იმისთვის, რომ თითოეულ ულამაზეს შენობას შევუნარჩუნოთ ისტორიული სახე და ეს ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა თბილისის სუნთქვა - ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა ისეთი, როგორიც დღეს არის და აქცია ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მთელ მსოფლიოში.
წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ, ასევე, უყურადღებობამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა ამ ულამაზესი შენობების მდგომარეობა, ამიტომ ნამდვილად არის მამულიშვილური საქმე ის, რომ დღეს ჩვენ ვიწყებთ ამ მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას. მთლიანობაში 30-მდე შენობა აღდგება, თავისი ულამაზესი ეზოებით. აქედან 18 შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამიტომაც არის განსაკუთრებული ეს პროექტი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დასრულებულ და მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაამახვილა - აღმაშენებლის გამზირსა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაზე.
„ჩვენი თბილისი, ნამდვილად არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს - ეს არის ულამაზესი, უმდიდრესი მემკვიდრეობა და ჩვენ ნამდვილად ვართ უბედნიერესი ადამიანები, რომ ამ მემკვიდრეობის მომსწრენი ვართ. ჩვენი უდიდესი ვალია, მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს მემკვიდრეობა და რათქმაუნდა, თითოეულ აივანს, თითოეულ ეზოს მოვუვლით და აღვადგენთ. ეს არ იქნება ძველი თბილისის აღდგენის პროცესის დასასრული, პირიქით - იწყება ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და თბილისის თითოეულ შენობას, უბანს, ქუჩას, ეზოს ასევე მოვუვლით.
მეგობრებო, უმთავრესი მაინც არის ის, რომ ძველი თბილისი არის ჩვენი თბილისელები და რათქმაუნდა, ეს პროექტი იმითაც გამორჩეულია, რომ ის ითვალისწინებს აქ მცხოვრები ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას, ეს არის 100-ზე მეტი ოჯახი, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელსაც საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წლის დასასრულს თბილისს შეემატება კიდევ ერთი ლამაზი უბანი და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს პროექტების განხორციელებაში წარმატებები უსურვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად აღდგება 30-მდე შენობა, მათ შორის, 18 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ტერიტორია ადაპტირებული გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















