ადამიანი, რომელიც თავს გრძნობს ქალად, რატომ უნდა ეწეროს პასპორტში მამაკაცი - თაკო ჩარკვიანი
საქართველო, თბილისი - 17:13 | 12.03.2018 ნანახია: 2204
ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ქალია და თავს გრძნობს ქალად, ფიზიოლოგიურად თუ ფსიქოლოგიურად, დიდი სურვილი აქვს, რომ გაიკეთოს ოპერაცია და უსახსრობის გამო ვერ იკეთებს, მაინტერესებს, რატომ უნდა ეწეროთ მათ პასპორტში - მამაკაცი, - ამის შესახებ პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
ჩარკვიანის თქმით, ადამიანი, რომელიც იბრძვის, ისე უნდა ოპერაციის გაკეთება, რადგან გრძნობს, რომ ქალია, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ეწეროს პასპორტში კაცი.
"ახლა ვუყურე PS-ში ძალიან მძიმე სიუჟეტს - ტრანსგენდერებზე. მართლა მაინტერესებს, ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ქალია და თავს გრძნობს ქალად ფიზიოლოგიურად თუ ფსიქოლოგიურად, დიდი სურვილი აქვს, რომ გაიკეთოს ოპერაცია და უსახსრობის გამო ვერ იკეთებს, მაინტერესებს, რატომ უნდა ეწეროთ მათ პასპორტში - მამაკაცი, მართლა მაინტერესებს - ჩემთვის სრულიად გაუგებარია - მე წამიკითხავს ფ.ბ_ში აზრი, რომ თითქოს მამაკაცის უფლებები, ხომ დაირღვევა თუ (ამ ტიპის ადამიანი) მეგობარ კაცს გაიჩენსო - თუ საერთოდ სიცრუეზეა საუბარი, ამ და ამ ტიპის სიცრუეს კაცის და ქალის მხრიდან, ყოველთვის კანონი უნდა არეგულირებდეს - სიცრუე, მაშინაც და ყოველთვის მიუღებელია იმ ურთიერთობის დროს როცა არატრანსგენდერთან აქვს ურთიერთობა ადამიანს, (ასე რომ ეს ძალიან სუსტი არგუმენტია) ახლა კი, ასე ტრანგენდერიც დაუცველია და მამაკაციც ბატონო, ასე უფრო ცუდი არ არის? ამიტომ ემოციის გარეშე, გონივრულად კანონის მიხედვით შესანიშნავად დარეგულირდება - ნაკლებად დასაშანტაჟებელი იქნება " სხვა ქვეყნების უშიშროების" მიერ გარკვეული ადამიანები, (როგორც ცნობილია წლების მანძილზე ამას აკეთებდა უშიშროება), ვინაიდან მათ დაიცავთ კანონი, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი, რომელიც იბრძვის ისე უნდა ოპერაციის გაკეთება (სახლს ყიდის და რა ვიცი კიდევ რა) რადგან გრძნობს, რომ ქალია მართლა ქალი, მართლა ვერ ვიგებ რატომ უნდა ეწეროს პასპორტში კაცი - არ მესმის და რა ვქნა - ტრაგედიააა მართლა", - წერს ჩარკვიანი.
ცნობისთვის, 8 მარტს, თბილისში, იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა.
მათივე განცხადებით, სწორედ ამიტომ, ისინი მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას.
ამავე მოთხოვნით პეტიციაც გავრცელდა, რომელსაც უკვე 1 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















