ანჯელინა ჯოლი ასაკის მომატებას მშვიდად ხვდება
საქართველო, თბილისი - 14:12 | 19.03.2018 ნანახია: 4028
ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ InStyle-ს მკითხველებს თავისი სილამაზის საიდუმლო და ასაკთან დამოკიდებულების შესახებ უამბო. 42 წლის მსახიობმა აღიარა, რომ წლების მომატებას მშვიდად ხვდება. მას ყოველთვის არ მოსწონს ის, რასაც სარკეში ხედავს, მაგრამ ყველა ცვლილებას სიყვარულითა და გაგებით ხვდება.
„როდესაც სარკეში ვიყურები, დედაჩემს ვხედავ. ძალიან მათბობს მასთან მსგავსება. ვხედავ რომ ვბერდები და სიყვარულით ვეკიდები ამას, რადგან ეს ნიშნავს, რომ მე ვცოცხლობ და ასაკში შევდივარ. რა თქმა უნდა, არ მომწონს მუქი ლაქები, რომლებიც ორსულობის შემდეგ დამრჩა. ვხედავ ჩემს ნაკლს. მაგრამ მომწონს ის, რომ ცოცხალი ვარ. ჩემს ანარეკლში ვხედავ ჩემს ოჯახსა და ჩემს ასაკს“, - განუცხადა მსახიობმა ჟურნალს.
ანჯელინა კოსმეტიკის მოყვარული არ არის. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში გამოსვლის წინ გრიმიორები გულმოდგინედ მუშაობენ მის სახეზე და სადღესასწაულო მაკიაჟს უკეთებენ.
„თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ, როდესაც ხელთ კონსილერი მაქვს თვალების გარშემო მუქი წრეებისთვის. ის ჩემი მთავარი ნივთია. ვატარებ პომადის მხოლოდ ერთ ფერს - წითელს. კიდევ მაქვს შავი ლაინერი თვალებისთვის და ტუში წამწამებისთვის. მაკიაჟის ყველაზე მოკრძალებული ნაკრები მაქვს“, -აღიარებს ჯოლი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ერთ წელზე მეტია ბრედ პიტთან განქორწინების პროცესს აწარმოებს. წყვილი ვერაფრით იყოფს ბავშვებზე მეურვეობას. ჯოლი ფილმებს დროს ნაკლებად უთმობს და მთლიანად ბავშვების აღზრდაზეა გადართული, რომლებისთვისაც მშობლების განქორწინება ფსიქოლოგიურ ტრავმად იქცა.
ანჯელინა და მისი შვილები ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდიდრულ მამულში ცხოვრობენ. ვარსკვლავმა სახლი ცოტა ხნის წინ შეიძინა და 25 მლნ დოლარი დაუჯდა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















