„ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
საქართველო, თბილისი - 16:26 | 20.03.2018 ნანახია: 1357
თბილისში, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ტელეკომპანიის ახალი ამბების ხელმძღვანელმა ანი კიკნაძემ „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე „ობიექტივის“ გადამღები ჯგუფი უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით იყო მისული, რა დროსაც გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მისი თქმით, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი და ოპერატორთან ერთად, ის საავამყოფოშიამოთავსებული.
„ტელევიზიაში შეგვატყობინეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა უკანონო მშენებლობა. გადამღები ჯგუფი წავიდა ვითარების გასარკვევად, იქ დახვდა ის, ვინც დაობს უკანონო მშენებლობაზე, ჩაწერა ჩვეულებრივად და როდესაც მორჩნენ, გადამღები ჯგუფი მეორე მხარის ჩასაწერად შევიდა სასტუმროში, რომლის გვერდით მიმდინარეობს ეს მშენებლობა და ვინც ახორციელებს ამ კონკრეტულ მშენებლობას. კამერაც არ ჰქონდათ ჩართული, უბრალოდ შევიდა, რათა გაეგოთ ამბავი. როგორც კადრებში, რომელიც ხვეწნა-მუდარის შემდეგ მაჩვენეს, ჩანს, შევიდნენ ჟურნალისტი და ოპერატორი, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ელაპარაკებიან სასტუმროს მფლობელს, ამ დროს სასტუმროს მფლობელის შვილი გადმოდის "შემოღობილივით" ადგილიდან და ურტყამს ოპერატორს მხარზე. ამ ამბიდან 15 წამში ჟურნალისტი და ოპერატორი გამოდიან შენობიდან და მოგვიანებით, გარეთ გამოდის სასტუმროს მენეჯერი ქალი, რომელიც, როგორც მითხრეს, მფლობელის ცოლია, ვინც ახორციელებს უკანონო მშენებლობას, და ხელებით დაუწყო გადამღებ ჯგუფს ყვირილი. კადრებში ჩანს, რომ საკმაოდ აგრესიულად, ხელების შლით უყვირის ორივეს. ოპერატორიც და ჟურნალისტიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ჟურნალისტ გოგოს თავი აქვს გატეხილი“, - გვითხრა ანი კიკნაძემ.
მისივე თქმით, ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. მან იმედი გამოთქვა, რომ შსს სიტუაციას გამოარკვევს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















