ზვიად დევდარიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს
საქართველო, თბილისი - 11:00 | 23.03.2018 ნანახია: 1150
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩვენ არ მოგვმართეს [ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით], ჩვენ დავინახეთ გარკვეული დანაშაულის ნიშნები ინტერნეტ საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებში და ფაქტობრივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველასთვის სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის მოუმართავს.
„ყველასთვის სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის მოუმართავს. ჩვენთან შეტყობინება ან განცხადება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით არ შემოსულა, არც ჟურნალისტების მხრიდან, არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, არც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც შესაძლოა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ.
როდესაც ვსაუბრობთ ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, დიახ, ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტებით, შევისწავლეთ თითოეული განცხადება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩვენ არ მოგვმართეს, ჩვენ დავინახეთ გარკვეული დანაშაულის ნიშნები ინტერნეტ საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებში და ფაქტობრივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც მსხვერპლები, მით უმეტეს ქალბატონები, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ თამამად, როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვალდებულად თვლის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და ვნახოთ, გამოძიებით რა დადგინდება.
ნათია მეზვრიშვილმა სექსულური შევიწროების შესაძლო მსხვერპლ პირებს მიმართა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
"დავკითხავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს, ვინც შესაძლოა, ინფორმაციას ფლობდეს და შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.
მოვისმინე, რომ მსხვერპლები ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, თუმცა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლებს, იმისთვის რომ მაგალითი მისცენ სხვა ადამიანებს, მოვუწოდებ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, გამოძიების მხრიდან მათი დაბარების შემთხვევაში“,- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, 17 მარტს „ტაბულამ“ 4 ქალის ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
ისტორიების გამოქვეყნებამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა.
დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა, რასაც სახალხო დამცველი მიესალმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















