ღვინის შესახებ გადაღებულმა ქართულმა ფილმმა, ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა
საქართველო, თბილისი - 15:04 | 26.03.2018 ნანახია: 1639
ქართულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ – Prime Meridian of Wine, რომლის რეჟისორიც ნანა ჯორჯაძეა, „ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე“ - Hollywood International Independent Documentary Awards - ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმი მოგვითხრობს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მისი ტრადიციების შესახებ და ღვინის, როგორც კულტურული ფასეულობის როლზე მსოფლიოში. ფილმის დაჯილდოება 24 მარტს ჰოლივუდში გაიმართა. „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ გამარჯვებული გახდა ნომინაციებში: “საუკეთესო უცხოური ფილმი”, “საუკეთესო პროდიუსერი“ - შალვა ხეცურიანი, „საუკეთესო სცენარის ავტორი“ - თამარ ბართაია, „საუკეთესო რეჟისორი“ - ნანა ჯორჯაძე, „საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი“ - მიხეილ კვირიკაძე და „როლის საუკეთესო შემსრულებელი“ - რევაზ ხეცურიანი.
ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, უკვე მოიპოვა რამდენიმე ჯილდო საერთაშრისო ფესტივალებზე: ესპანეთი, ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალი MOST 2016 – „ წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმი“, საფრანგეთი - ღვინის კინოფესტივალი - OENOVIDEO, "ჟიურის სპეციალური პრიზი - წლის საუკეთესო ენოლოგიურმი ფილმისთვის“, კალიფორნია - Wine Country Film Festival – “საუკეთესო რეჟისორი“. ფილმი ასევე ნომინირებული იყო ეინდჰოვების კინოფესტივალზე - DOCfeed, ლონდონის ფესტივალზე - Independent Film Awards, Los Angeles Independent Films Award, მელბურნის ფესტივალზე - Phoenix Film Festival და სხვა.
ფილმის პრემიერა თბილისში, 19 ივნისს “სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის“ ფარგლებში გაიმართება.
ფილმი გადაღებულია „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „მარანი ხეცურიანი”-ის ფინანსური მხარდაჭერით.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















