ქალების მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც - კალაძე
საქართველო, თბილისი - 12:52 | 27.03.2018 ნანახია: 1157
თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახსა და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება, მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა, და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქალთა განვითარების კვირეულის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით, შევძლებთ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც ქალისა და მამაკაცის თვითრეალიზება მათი უნარების, ცოდნისა და თვისებების გამო მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილების მიხედვით,
„ყველა ვაცნობიერებთ, რომ დღევანდელი რეალობა არ არის იდეალური და ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბოლო წლებში, ამ რეალობის სრულყოფამდე მისაყვანად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
უკვე ღიად ვსაუბრობთ ქალების ქმედით მონაწილეობაზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, ქალების მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც მთავარია, ქალების დაცულობაზე შევიწროებისა და ძალადობისგან.
ათწლეულებით ჩამოყალიბებული ტაბუს მოხსნა საჭირბოროტო თემიდან, მზაობა და მოტივაცია, რომ სრულყოფამდე და იდეალამდე მივიდეთ, კარგი სტიმულია არა მარტო ქალებისთვის, ადგილი დაიმკვიდრონ ქვეყნისთვის საჭირო პოზიციებზე, არამედ ჩვენთვის, მამაკაცებისთვისაც, ვიყოთ ღირსეული მონაწილეები და ამ პროცესის ხელშემწყობები.
ჩვენი საზოგადოება ფორმირების პროცესშია. სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით, ჩვენ მოვახერხებთ იმ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც იქნება თანასწორი უფლებები, სადაც იქნება ხელშეწყობილი ქალების ჩართულობა კერძო თუ საჯარო საქმიანობაში, სადაც ქალისა და მამაკაცის თვითრეალიზაცია, მათი უნარების, ცოდნისა და თვისებების გამო მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილების მიხედვით.
თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახსა და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება. მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა, და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც“, – განაცხადა კახა კალაძე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















