მოწმის ჩვენებით, ვალერი გელაშვილის ცემისთვის სპეცრაზმელებს ჯილდოდ 500 დოლარი გადასცეს
საქართველო, თბილისი - 12:06 | 28.03.2018 ნანახია: 1267
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მოწმე მამუკა ცინარიძის მიერ მიცემული ჩვენება გასაჯაროვდა. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორებმა დააყენეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
პროკურორის განმარტებით, მამუკა ცინარიძემსაქართველო 2016 წელს დატოვა და მასთან ვერც ოჯახის წევრები და ვერც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები დაკავშირებას ვერ ახერხებენ, დაუდგენელია მისი ადგილსამყოფელი და ამიტომ ამოწურულია სასამართლოს წინაშე წარდგენის ყველა შესაძლებლობა. შესაბამისად, ბრალდების მხარის შუამდგომლობას მოსამართლე დაეთანხმა.
ჩვენება, რომელშიც მამუკა ცინარიძე ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტს აღწერს, მან გამოძიებას 2014 წელს მისცა. ის ამბობს, რომ მოდულის შენობაში დაიბარეს, შემდგომ აცნობეს, რომ ოპერაციის ობიექტი იყო მამაკაცი, რომელიც ქალაქში დაცვასთან ერთად ჯავშნიანი ავტომანქანით მოძრაობდა. ცინარიძის ჩვენების მიხედვით, სპეცრაზმელები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები. მოწმის ჩვენების მიხედვით, გარკვეული პერიოდი სპეცრაზმელები ქალაქში გადაადგილდებოდნენ და მითითებებისამებრ იქცეოდნენ. მას შემდეგ, რაც გელაშვილის დაცვასა და ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება განახორციელეს,კვლავ მოდულის შენობაში დაიბარეს და ოთახში რამდენიმე ადამიანი დახვდათ, მათ შორის ერეკლე კოდუა. მოწმის თქმით, მაგიდაზე უცხოური ვალუტა იდო და თითოეულ სპეცრაზმელს 500 ამერიკული დოლარი გადასცეს ჯილდოს სახით, ასევე, ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ერეკლე კოდუამ მათ მადლობაც გადაუხადა. მოწმე ამბობს, რომ ოპერაციას უშუალოდ ალექსანდრე ნაჭყებია ხელმძღვანელობდა და ბრძანებებსაც ის გასცემდა. ცინარიძე ამბობს, რომ სპეცრაზმელებს მხოლოდ ნიღბები ეკეთათ და მათი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრობის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, ბრალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გია სირაძეს 2014 წელს წაუყენეს.
მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა ედებათ.
საქმე ორ ეპიზოდად გაიყო და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.
წყარო: http://ghn.ge
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















