გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) ახალი ბრალდებით 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება
საქართველო, თბილისი - 14:58 | 02.04.2018 ნანახია: 1556
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“ დღეს გლდანის #8 დაწესებულებაში ბრალი წარუდგინეს. მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლით მე-4 ნაწილით წარედგინა.
გიორგანაშვილის ადვოკატის, გიორგი მხარაძის განცხადებით, აღნიშნული ბრალი მათთვის სასაცილო და მიუღებელია.
„ბრალი ღიმილისმომგვრელია, მითითებული მტკიცებულებები საქმეში აქამდეც იყო ცნობილი. ახალი და განსაკუთრებული მნიშვნელობის არცერთი არ არის. ვიცით, რომ ჯაბა ხულორდავას ორგანიზებული მუხლით ბრალის წაყენებას არ უპირებენ, რაც მიუთითებს შერჩევით მართლმსაჯულებაზე.
თუ ვთანამშრომლობთ, ბრალსაც არ უყენებენ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ბრალის ფორმულირება არის სასაცილო, ცხადია არ დავეთანხმეთ. გიორგანაშვილი უნდობლობას უცხადებს გამოძიებას, ეს ის ქვედანაყოფია შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელმაც მას ჩაუდო 45 აბი ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც ის სასჯელს იხდის და ამაზე სააპელაციოც დაიწყებს განხილვას“,- აცხადებს მახარაძე.
როგორც ის განმარტავს, სსკ-ის 262-ე მუხლი გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ჩადენილს ორგანიზებული ჯგუფის მიერ. აღნიშნული მუხლი 15-დან 20-წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული საქმის ფარგლებში, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 მარტს ირაკლი ქორიძე დააკავეს. თუმცა, ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძე უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.
რაც შეეხება „ბახალამს“, მან სააპელაციოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯა. პროცესი 10 აპრილს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული განაჩენი ვერ დაასაბუთა.
გიორგი გიორგანაშვილი გასული წლის 25 იანვარს დააკავეს. სასამართლომ ის 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
23 იანვარს კი, ის პირდაპირ სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს, მოსამართლემ გიორგანაშვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, „ბუპრენორფინის“ შემცველი 45 აბის და 4 აბის ნატეხის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















