ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო, თბილისი - 13:47 | 04.04.2018 ნანახია: 1317
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და იმ სტუდენტებს, რომლებიც სოციალურ მეცნიერებებს ეუფლებიან,უახლოესი მომავლიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთანგანათლების სფეროშითანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ. სამომავლო კოოპერაციის პერსპექტივა, რომელზეც, დღეს,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და ჩინეთისსოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფროფ. პი ჩანგჰონგმა იმსჯელეს, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდა.
ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, პი ჩანგჰონგის განცხადებით,სტუ-სა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობა არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევით და ეკონომიკურ პროცესებსაც მოიცავს.
„ჩინეთში სამი მძლავრი სახელმწიფო აკადემიაა - მეცნიერებათა, საინჟინრო და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიები. სწორედ ეს სამი აკადემია ქმნის ჩინეთში სახელმწიფო პოლიტიკასმეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. სტუ-მ მემორანდუმი გააფორმა სოციალურ მეცნიერებათა აკადემიასთან, სადაც 30 კვლევითი ინსტიტუტიშედის. ეს სერიოზული ინსტიტუციაა, რომელმაც თანამშრომლობა შემოგვთავაზა ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებებისა და მედიატექნოლოგიების მიმართულებით. თანამშრომლობის სპექტრი საკმაოდ დიდია და ეს, პირველ რიგში,ჩვენი უნივერსიტეტის ინტერესებში შედის, რადგანამ მიმართულების 5 000-ზე მეტი სტუდენტი გვყავს და საკმაოდ სერიოზული კვლევითი პოტენციალი გაგვაჩნია. ამას გარდა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ინსტიტუტიც ფუნქციონირებს. ამდენად, ის, რაზეც დღეს შედგა საუბარი პირდაპირ კავშირშია, როგორც ეკონომიკურ განვითარებასთან, ასევე, ჩინელ კოლეგებთან ერთად, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის ამოქმედებასთან“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.
სტუმრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მედიაცენტრიც დაათვალიერეს.დღესვე, ქართული და ჩინური მხარე ლოჯისტიკის ცენტრის ჩამოყალიბების გეგმასაც განიხილავს.აღნიშნული ცენტრი ჩინური მხარის ხელშეწყობითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობითუნდა შეიქმნას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















